“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” დასტურებს, რომ მასსა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრა მართლაც შედგა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო.
“თვითონ ვთქვი და არც დამიმალავს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა, მათ შორის ამ [საარჩევნო] საკითხებზე იყო ძირითადი მსჯელობა. ყველა ადამიანს აქვს თავის ხედვა. ის, რა თქმა უნდა, დაუშვათ იხრება და მხარს უჭერს ერთ კანდიდატს, მე დაუშვათ ვუჭერ მხარს ნიკა მელია, ეს ცნობილია პირველივე დღიდან და ეს პოზიცია არც შეიცვლება, ზუსტად ვიცი რატომ ვუჭერ მხარს ნიკა მელიას.
დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე როგორც მხარს ვუჭერ ვუწერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ..
იყო ერთი, მეორე, რომლებიც მელაპარაკებოდნენ მე, შემდეგ მას და შემდეგ იყო შემოთავაზებები, ხომ არ შეხვდებით, და ძირითადი განსახილველი საკითხი ეს არის მომავალი ამ ვითარებიდან გამომდინარე, მომავალი თანაცხოვრება და გეგმები”, – ამბობს ნაყოფია.
მისი თქმით, როდესაც კეზერაშვილს ჰკითხა, რა მიზნები ამოძრავებდა უპასუხა, რომ მას საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ბიზნესი: “ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო”.
,,მთავარი არხი”
კომენტარები