ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით თეირანის პოლიციამ განცხადება გაავრცელა.
პოლიციის უფროსის, ჰუსეინ რაჰიმის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შეიჭრა. დიპლომატიურ უწყებაში ის მეუღლეს ეძებდა, რომელიც, სავარაუდოდ, საელჩოში იმალებოდა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ინციდენტისთანავე დააკავა, მისი დაკითხვა გრძელდება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შეგახსენებთ, ინციდენტის შედეგად დიპლომატიური მისიის დაცვის თანამშრომელი ორხან ასკეროვი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები