პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილის “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და წერს:
“ეს დროც მოვა, მერე ჩამოგივლით ყველა ნაძირალას ერთად.”
შეგახსენებთ, ეკა ხერხეულიძემ დღეს წერილი გაავრცელა, სადაც იმ ბრალდებებზე წერდა, რომელსაც მას სოციალურ ქსელში უყენებენ, სადაც წერს:
“ხერხეულიძემ იცოდა მიშას ჩამოსვლის შესახებ და ზარს არ პასუხობდა” – ყველა გარეწარის გასაგონად – ვიცოდი კი არა, წარმოდგენა არ მქონდა ჩამოსვლის დროზე. ცალკე განსჯის საგანია ვინ იცოდა, რატო დატოვეს ადამიანი და რატო კვდება ახლა ტანჯვით ციხეში. პირიქით, ერთადერთი ვარ, ვინც მის ზარს უპასუხა მათ შორის, ვისაც დაუკავშირდა.
“რატო დადის ხერხეულიძე მიშასთან ყველაზე ხშირად, თუ რაღაცაში არაა საქმე?” – მიხეილ სააკაშვილთან შესვლა არ შესვლას არ წყვეტს არავინ, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა.”
კომენტარები