ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე:
“ამ ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ “დამიწერე ესსეი ფოლკნერზე” და გიწერს. რა გასაკვირია, სკოლის და უნივერსიტეტების დაბალი კურსების სტუდენტებმა გაიხარეს და ყველაფერს მას აწერინებენ. მაგრამ.
ეგრევე გაჩნდა საიტები სადაც შეიძლება იმის შემოწმება, ტექსტი ადამიანის დაწერილი ორიგინალური ნაშრომია თუ სამანქანო პროდუქტი. დიდი სიზუსტით ადგენენ, რომ აი, მაგალითად, ეს ესსეი ფოლკნერზე არის ხელოვნური ინტელექტის დაწერილი და არა შენი, ჯონიკია პლაგიატორო! დაჯექი, ორი! მაგრამ.
არსებობს უამრავი ონლაინ პლატფორმა, რომელიც შექმნილია ინგლისური ტექსტების “დასავარცხნად”. ანუ, შეგყავს შენი “აი ემ ე თეიბალ” და გამოგაქვს “ფოშ ინგლიშით” ან “ხოხ დოიჩით” დაწერილი შედევრი. (ნუ, მთლად ასე არაა, კაი, მარა ნორმალური, გამართული ტექსტი გამოდის)
უფრო შორსაც წავედით. არის ონლაინ სერვისები, რომლებშიც მანქანური ტექსტი შეგყავს და ის მას ასწორებს კი არა, პირიქით, აშეცდომებს! ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომებით “ამდიდრებს”, რომ ცოცხალი ადამიანის დაწერილს ჰგავდეს! Errare humanum est!
ანუ, დღეს English Literature 101-ის ზარმაცი სტუდენტის სტანდარტული რუტინაა: ChatGPT-ის აწერინებს ესსეის, შეჰყავს ეს ესსეი Grammerly-ში ან სხვა მსგავს “გამაკეთილშობილებელში”, რამდენიმე სტილისტური შეცდომით განგებ “მარილს აყრის” და Hey Presto! ხუთი წუთი და კარგი ნიშანი გარანტირებულია
კუდა მირ კაწიცა?!”
კომენტარები