ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, მთელი საინფორმციო სივრცე ბოლო თვეებია ორმა თემამ აითვისა –მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა და „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. არადა, ქვეყანა გვემხობა თავზე, დაიცალა ქართველებისგან, იმაზე რომ აღარაფერი ვთთქვა, რომ ვინც დარჩა, ნახევრზე მეტი ლუკმა პურისა და წამლის ფულის ძიებაშია. რა ხდება?
– ამ შემთხვევაში მთავრი ის არის, რომ ჩვენ, სამწუხროდ, ყალბ და არაფრის მომცემ თემებს დავდევთ. რაში მაინტერესებს, ვინ მოიგებს „ნაცმოძრაობის“ არჩევნებს? ქვეყნას ტერიტორიული მთლიანობა აქვს დარღვეული, ეკონომიური მდგომარეობაა ძალიან რთული, უამრავი სოციალური პრობლემაა, კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყაანაში და თითქოს იმის მეტი სადარდებელი არ აქვს ხალხს, სააკაშვილს კუჭი შეკრული ექნება თუ აშლილი, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება თუ ლევან ხაბეიშვილი. ერთი კითხვა მინდა დავუსვა საქართველოს მოსხლეობას – რა შეიცვლება ქვეყნისა და ხალხისთვის, ხაბეიშვილი იქნება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თუ მელია? არც არაფერი. შეიცვლება მხოლოდ ხაბეიშვილისთვის და მელიასთვის და ორივენი გამწრებულები იმიტომ იბრძვიან ამ პარტიის თავმჯდომარეობისთვის. მელიამ არჩევნები თუ წააგო, სარჩო–საბადებელი შემოაკლდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, შესანიშნავად ვაჭრობდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. როგორც უცხო ქვეყნის ტიპიური აგენტი ისე მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა პირადი კეთილდღეობისთვის. ხაბეიშვილმა გუშინ იყიდა პალტო, გუშინ ვიღაცამ უყიდა კოსტიუმი და არჩევნების მოგება იმიტომ უნდა, მელიასავით უზრუნველად იცხოვროს. მოკლედ, მარტივადაა საქმე. მელიას ფულისა და კომფორტის დაკარგვა არ უნდა, ხაბეიშვილი კი მისთვის ამის წართმევას აპირებს. ეს არის ბრძოლა პირადი კეთილდღეობისთვის. ხალხი და ქვეყანა კი ორივეს ფეხებზე ჰკიდია, როგორც ადრე ეკიდათ და დღესაც ჰკიდიათ „ნაცმოძრაობის“ ძველ და ამჟამინდელ ლიდერებს. მათი ბელადი ზის „ვივამედის“ კლინიკაში, იძახის, ვკვდები და მიშველეთო და ამათ არჩევნები დანიშნეს და ერთი ამბავი აქვთ. ცხადია, ეს არის მარაზმი, სამარცხვინო. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში დატოვება–გაშვების საკითხს. ის, წესით და რიგით, უნდა მეზიზღებოდეს, თუნდაც პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე. 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა. 3 თვე ვიჯექი, შვიდი წელი მქონდა მოსჯილი და მერე იგივე ვადით პირობითი მომისაჯეს. არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მივერიე. მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა. ამის გარდა, უნდა მეზიზღებოდეს ცხივნალის, ახალგორისა და კოდორის ხეობის რუსებისთვის ჩაბარებისთვის, ქუჩაში დახოცილი ბიჭების გამო, იმ საშინელებების გამო, რაც პოლიციასა და კუდი–ში ხდებოდა – წამება და ათასი უბედურება. თუმცა, სააკაშვილი არ მეზიზღება. მრცხვენია, რომ ოდესღაც ეს ადამიანი იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. „ვივამედის“ კლინიკაში სრულ კომფორტში იმყოფება და რა დღეშია. წარმომიდგენია, 2008 წელს, რუსები რომ შემოსულიყვნენ და ეს ტყვედ აეყვანათ, ფეხებს დაუკოცნიდა მედვედევს, ოღონდ ციხიდან გამომიშვითო. რა უნდა ვთქვა კაცზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინისა მიიღო. არავის პირდ ცხოვრებაში არ ვიჭრები, მაგრამ ის ვერ გაურკვევია, ოჯახი ჰყავს თუ არ ჰყავს და რომელია მისი ოჯახი. ჰარმხანა ჰქონდა და ახლაც აქვს, ეს ახლა ხომ კარგად გამოჩნდა. ჩვენ მუდმივად დავდევთ ყალბ გმირებს. ჩვენ ისიც ვერ განგვისაზღვრავს, პანთეონებში ვინ უნდა დავკრძალოთ და ვინ – არა. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქვეყნის ამომგდები ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში დაასაფლავა, ათწლეულების მანძილზე, მთაწმინდის პანთონში, ილია ჭავჭავაძის გვერდით, მისი მკლელობის დამკვეთი და ორგანიზატორი, ფილიპე მახარაძე განისვენებდა. ადამიანი რომ გარდაიცვლება, ქვეყნის მოღალატეც რომ იყოს, პანთეონში ვკრძალავთ. ამით ჩვენს შთამომავლებს ვატყუებთ, თავ–გზას ვუბნევთ, მერე გმირებს და ანტიგმირებს ვერ გაარჩევენ და ბევრი დღესაც ვერ არჩევს. სააკაშვილი არ არის 5 პიჯაკის ქურდი, როგორც მის მომხრეებს უნდათ წარმოჩინონ. სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლინობა, მისი მმართველობისას არ არსებობდა დემოკრატია ქვეყანაში, არ რსებობდა თავისუფლი არჩევნები და საქართველოში დაამყარა დიქტატურა. ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების როდენობით, ბევრი უდნაშაულო ადამიანი დაიჭირეს მაშინ და მათგან ბევრი ცოცხალი ვერ გამოვიდა ციხიდან, იქ მოკლეს. 150 ახალგზრდა მოკლეს ქუჩაში, ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს და ცხედრებს წყალში ყრიდნენ… სააკაშვილის ფაქტორი ქვეყნაში აღარ არსებობს, მას პოლიტიკური წონა აღარ გააჩნია და თავიც გაიმასხარავა. ის, როგორც პოლიტიკოსი, უკვე ჩამოწერილია. თუ ჩემი არ სჯერათ მის მომხეეებს გავახენებ ფაქტებს. სააკაშვილი წლების წინ ხვდებოდა ჯორჯ ბუშს, ბარაკ ობამას, კონდოლიზა რაისს, ჰილარი კლინტონს, სარკოზის, მერკელს და დანარჩენი მსოფლიოს ლიდერებს. შეხედონ დღეს, 2023 წელს, თუ რა ხალხი შედის მასთან და რა დონეზე დაეცა. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, ადამიანი იყო გენერალი, ჩამოგაქვეითონ სერჟანტობემდე და საქმე გქონდეს რიგით ჯარისკაცებთან. ამ მდგომარეობაშია დღეს სააკაშვილი. დღეს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ხელისუფლების მშველელები უფრო არიან, ვიდრე მისთვის პრობლემების შემქმნლები. არაერთხელ მითქვამს, რომ ვიდრე იარსებებს „ნაცმოძრაობა“, როგორც პირველი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. ათასჯერ რომ შეერკინოს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს „ნაცმოძრაობა“, ათასჯერ დაამარცხებს ივანიშვილი. 10 წელიწადში 8 არჩევნები წააგო „ნაცმოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“, ეს ხომ ფაქტია. რატომ? პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე ათასჯერ ჭკვიანია, როგორც მარიონეტსა და პატარა ბავშვს, ისე ათამაშებს. მეორეც, ივანიშვილი ბევრად ზნეობრივია, რადგანაც სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმდენი უზნეობა აქვთ ჩადენილი, ასეთი რამეების გაკეთება ივანიშვილს აზრადაც არ მოუვა. მოღალეტე, დამანგრეველი, სადისტი და გარყვნილი ძალაა „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიშორა 2012 წელს და იმის მერე, სხვა და სხვა დონის არჩევნებში, შვიდჯერ უთხრა უარი, ხელისუფლების რომელიმე შტოს რომელიმე დონეზე დაბრუნებოდა.
– სააკაშვილის მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ ქართველებმა ერთი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მოვკალით და ახლა მეორეს ვკლავთო. გამსახურდიასა და სააკაშვილის შედარება, როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლებისა, ხშირად მსმენია მათგან. რა მიზანი აქვთ, ეს ხელზე რომ დაიხვიეს?
– ზვიად გამსახურდია იყო მორალურად მდგრადი პიროვნება და უდიდესი პატრიოტი, რომელმაც თავი გასწირა ქვეყნისთვის. როგორ შევადარებ სააკაშვილს? ზვიად გამსახურდია, როდესაც მოკლეს, მას სიკვდილამდე კლინიკაში არ ჰყოლია მნახველები, ცოლები, კომფორტულ პალატაში არ ყოფილა, სითბოში ცხელ ჩაისთან და ყავასთან ერთად წამოწოლილი. ზვიად გამსახურდია ტყეში იყო, არც საქართველოს მოქალქეობაზე უთქვამს უარი და არც ის განუცხადებია, რომ საქართველო აღარ აინტერესებს და სხვა ქვეყნის საქმეებია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინისა. გამსახურდია მოღალეტეობრივად მოკლეს სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში. მოკლეს უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის სპეცსამსახურების სპეცდანიშნულების რაზმებთან, ავთო იოსელიანის დაგეშილ მკლელებთან, ედუარდ შევრდნაძის მიერ მოწვეულ ბალტინის ჯართან და ათას ნაძირალასთან. გამსახურდიას ტყეში ისე დასდევდნენ მოსაკლავად, როგორც მონადირე დასდევს მსხვერპლს. ზვიად გამსახურდიას სააკაშვილივით რომ ეთქვა, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო, ედუარდ შევარდნაძე ფეხებს დაბანდა. მან უარი თქვა ყველა ამქვეყნიურ სიკეთეზე, სამშობლოს ანაცვალა ყველაფერი და სიცოცხლეც. ის ბრძოლაში მოკვდა გმირულად. ციხე? ციხე და გადასახლება კომუნისტების დროს ზვიადმა რომ გამოირა, ეგეთი უნდა. როგორ ბედავენ, ზვიად გამსახურდიას, ეროვნულ გმირს, რომ ადარებენ ამ მასხარას?! ეს არის ზვიად გამსახურდიას უდიდესი შურაცხყოფა. ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას, რომ მომავალმა თაობამ ზუსტი შეფასება მისცეს იმ მოვლენებს, იმ ფაქტებს. რაც ამ 30 წელიწადში მოხდა. ედუარდ შევარდნაძემ ამოაგდო ქვეყანა, მოაკვლევინა ზვიად გამსახურდია, თავის ნათესავებს, გარემოცვას აშოვნინა მილიონები. ხალხს შუქს უთიშავდა, რომ მის ძმისშვილს, ცეზარ შევარდნაძეს, მის სანათესაოს ნავთის გაყიდვით დიდი ფული ეშოვნა, თურქეთში ყიდნენ ელექტროენერგიას და იქიდანაც დიდი შემოსავალი ჰქონდათ. ეს დადასტურდა მისი ხელისუფლების მოშორებიდან რამდენიმე თვეში, სააკაშვილმა, რა, უცებ ჰესები აშენა, შუქი რომ მოვიდა? ეს ადამიანი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოღლატეა. „თვითმფრინავის გატაცების“ საქმეზე, მღვდლის, მამა თეოდორე, თეიმურაზ ჩიხლაძის მკლელი, რომელიც იმ თვითმფრინავშიც არ იჯდა. ეს სატანა, უდანშაულო მღვდლის მკვლელი დაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში და პანაშვიდი გადაუხადეს. იქამდე მშვიდი სიბერე ჰქონდა, კრწანისის რეზიდენციაში აჩუქეს ის სახლი, სადაც ცხოვრობდა, იქ გარდაიცვალა და კრწანისშივე დაკრძალეს. მის სანათესაოს კი შერჩა ის მილიარდები. ედუარდ შევარდნაძეს შერჩა უამავი დანაშაული, სამშობლოს ღალატისა და ზვიად გამსხურდიას მკლელობის ჩათვლით. შევარდნაძე უნდა გაესამართლებინათ. იმიტომ კი არა, რომ უკვე მიხრწნილი ბერიკაცი ციხეში ჩაგვესვა. რამდენიმე წლინი სასჯელი შიდა პატიმრობაში უნდა მოეხადა, რომ სამართლიანობა აღსრულებულიყო. მომავალ თაობას ენახა, რომ არ შერჩა ის დანაშაულებები, რაც ჩაიდინა. მას შემდეგ ბევრი ფიქრობს, პოლიტიკოსიც, ჩინოვნიკიც, რომ აგერ შევარდნაძემ დააქცია ქვეყანა, უღალატა სამშობლოს, პასუხი არ მოსთხოვეს, რაც მისმა სანათესაომ მოიპარა, ყველას შერჩა და ამ ქვეყანას ერთ აგურს მეც თუ გამოვაცლი, ცოტა ფულს მეც თუ მოვიპარავ, მეც შემრჩებაო.
კომენტარები