პოლიტიკოსი, სოფია ხორგუანი, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც, გერმანული გამოცემის მიხედვით, თქვა, რომ არ გამორიცხავს, იმ ადამიანებს შორის, ვინც მისი ჩამოსვლა დაგეგმა რუსეთის აგენტებიც შეიძლება იყვნენ და წერს:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia
პატიმარი სააკაშვილის განცხადებებს მტერი ენდოს, მაგრამ მაინც უნდა გამოიკითხოს ?
1) რას დაპირდნენ რუსეთის აგენტები ამ ნაბიჯის სანაცვლოდ სააკაშვილს? რატომ უნდა წასულიყო ექს-პრეზიდენტი ასეთ სარისკო ნაბიჯზე?
2) რამდენი ხანია, რაც იცნობს ამ რუსეთის აგენტებს? სხვა რა შეხება ჰქონდა მათთან, განსაკუთრებით კი მისი პრეზიდენტობის დროს? (ახალ გაცნობილ ხალხს ამხელა რისკზე არ გაჰყვებოდა ჭკუათმყოფელი ადამიანი)
3) როდის მიხვდა სააკაშვილი, რომ რუსეთის აგენტებთან ჰქონდა საქმე?
4)ვინ არიან ეს რუსეთის აგენტები? რატომ არ ასახელებენ მათ ვინაობას, რომ სხვა დარტყმა არ მიაყენონ ქვეყანას? რატომ აფარებენ ხელს სააკაშვილი და მისი ოჯახი რუსეთის აგენტებს და არ ასაჯაროებენ მათ ვინაობას?”
კომენტარები