მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა:
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან სახალისო რა შემოთავაზება იქნება. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია, რაც წარუმატებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციულია, ყველაფრის მკადრებელია და მისი პატრონებიც, შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები“
კომენტარები