პაკისტანში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა, მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები. „როიტერის“ ცნობით, მეჩეთი პოლიციის ოფიცრების საცხოვრებელ კორპუსთან მდებარეობდა. აფეთქების მომენტში მეჩეთში 260–მდე ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციელები და მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
კომენტარები