• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გითხრათ, რატომ მოიპოვა ლევან ხაბეიშვილმა საკმაოდ მაღალი პროცენტით გამარჯვება?” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
18:00 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,683

ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:

“ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი აღტკინებულია, ნაწილი – იმედგაცრუებული. ცხადია, ლევან ხაბეიშვილს ვულოცავ გამარჯვებას და იმ მოძრაობის ღირსეულად დაგვირგვინებას ვუსურვებ, რაც დააანონსა და რასაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ელოდებიან.

ახლა, ყველაზე საინტერესო დანარჩენი კანდიდატების პოზიციებია: ჩემთვის პირადად უკიდურესად მძიმე წასაკითხი იყო ნონა მამულაშვილის შეფასება – “გაიმარჯვა ფულმა და არაფორმალურმა მმართველობამ” – თქვა მან. მსგავსი შეურაცხმყოფელი ეპითეტით იმ ამომრჩევლების შემკობა, რომელთა ხმებითაც ის აწ უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყო შებრძანებული, როგორც მინიმუმ უხერხულია. რა გამოდის? ნონა მამულაშვილის აზრით, ამომრჩეველი გაიყიდა? ეს ხომ ის ბრალდებაა, რასაც ქართული ოცნების მხარდამჭერებს ხშრად წამოვაძახებთ და შევახსენებთ ხოლმე… მან ამ განცხადებით ორი რადიკალური პოლიტ. ძალის ამომრჩეველი (ქართული ოცნების და ენმ-ის) ერთ სიბრტყეში განიხილა და ცხადია, საწყენია. საგულისხმოა, რომ არჩევნების შედეგებს ზუსტად იგივე სიტყვებით გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურიც, რომელიც ცნობილია, რომ მხარს მელიას უჭერდა…

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას. ის ამბობდა, რომ “ხალხი ისეთი ბნელი არ არის, ხაბეიშვილი აირჩიონო.” მისი სიტყვებით გამოდის, რომ მხარდამჭერები ბნელები არიან?! დღევანდელ განცხადებაში მელიამ აღნიშნა, რომ ის ენმ-ში რჩება ანუ “ბნელების” პარტიაში აგრძელებს მუშაობას?! ცხადია, მისი ეს გამონათქვამი ძალიან უხერხული და გულანთებული მოქალაქეების დაკნინების უხეში გამოვლინება იყო.

ბოლოს კი, გიორგი მუმლაძე, რომელიც ყოველთვის პოლიტიკური კულტურით გამოირჩევა… დასანანია, რომ ამომრჩევლების ფართო მასამ ის კარგად ვერ გაიცნო დროის სიმცირის გამო. ვიმედოვნებ, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბოლოს კი, რატომ მოიპოვა ლევან ხაბეიშვილმა საკმაოდ მაღალი პროცენტით გამარჯვება და თან ისე, რომ მეორე ტურის საჭიროება არც კი დამდგარა? ფაქტია, რომ ოპოზიციის ამომრჩეველმა მხარი ხაბეიშვილის ლოზუნგს – მოძრაობას, მოძრაობას და მოძრაობას დაუჭირა და რაც მთავარია, ფაქტობრივად, არჩევნები მიშა სააკაშვილის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებამ განაპირობა. სწორედ ამიტომაა ეს გამარჯვება უდიდესი პასუხისმგებლობა.

 

თეგები: თამარ ბუჩუკური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved