პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„ბატონ ამირან გამყრელიძეზე გამახსენდა – თანამდებობაზე არაპროფესიონალებიც ჩამინაცვლებია. არასოდეს მიყვარდა თანამშრომელი, რომელიც თუნდაც ამ არაპროფესიონალ წინამორბედს (აღარაფერს ვამბობ ბატონი გამყრელიძისნაირ პროფესიონალებზე) და შესაბამისად, თავის ყოფილ უფროსს ჩემთან აგინებდა. ოცნება რომ სიბინძურის პიკზეა გასაგებია, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი დავალებების შემსრულებლები არც ასეთ ბინძურებს უყვართ, იციან ხვალ სხვისი დავალებით ისინიც იგივე ბედს გაიზიარებენ. ამასთან, მესმის, ყველა საარსებო წყაროს უფრთხილდება. ამიტომ იქცა ოცნება ამორალურად, რომ ადამიანებს ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.
მართლა მჯერა, მოვახერხებთ საჯარო სამსახურის კულტურის ფუნდამენტურად შეცვლას, გაკეთებულის დაფასებას, ზედ დაშენებას და არა კარგის ნგრევას, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი გაკეთებულია.“
კომენტარები