რუსული მედიის ცნობით, თურქეთი ემზადება დახუროს აეროპორტები იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც დაფრინავენ ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით. Aviatorshchina-ს ცნობით, ფრენების უმსხვილესმა თურქულმა ოპერატორმა, Navas–მა განაცხადა, რომ მას შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს მუშაობა რუსეთის ფედერაციის გადამზიდავ ავიახაზებთან, რომლებიც მოექცნენ აშშ-ს საექსპორტო სანქციების ქვეშ.
საზღვარგარეთ ამ თვითმფრინავების საწვავის შევსების, მოვლა-პატრონობისა და შეკეთების აკრძალვის გამო, კომპანია ურჩევს რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში მხოლოდ იმ თვითმფრინავით ფრენას, რომელიც შეიცავს 25%-ზე ნაკლებ ამერიკულ ნაწილებს. ასეთი თვითმფრინავები არ ექვემდებარება სანქციებს და მათი მომსახურება შესაძლებელია აეროპორტებში.
რუსულმა ავიაკომპანიებმა თურქული კომპანიისგან წერილები დეკემბრის ბოლოს მიიღეს.
მედია წერს, რომ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ თურქეთი გააფრთხილა, რომ მათ დაემუქრებათ ჯარიმები, ხოლო თურქეთის ეკონომიკა დაკარგავს საექსპორტო პრივილეგიებს, თუ ანკარა სანქციების გვერდის ავლით უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების მომარაგებას და რუსული ავიაკომპანიების ამერიკული თვითმფრინავების საწვავის შევსებას.
მედიის ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის ავიახაზებმა 2100 რეისი შეასრულეს თურქეთში, მათ შორის სტამბოლში, იზმირსა და ანტალიაში.
Bosphorus Observer-ის საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელი სტამბოლში, ამბობს: “ეს არის პრაქტიკულად მოპარული თვითმფრინავები. სანქციების დაწესების შემდეგ სალიზინგო კომპანიებმა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების 500-მდე თვითმფრინავის დაბრუნება მოითხოვეს. ამის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა თვითმფრინავების ხელახალი რეგისტრაცია ეროვნულ იურისდიქციაში და მათი ფრენა ქვეყნის შიგნით და “მეგობრულ” ქვეყნებში.”
კომენტარები