“სარკესთან” მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, ამბობს:
“ალკოჰოლი არ მიყვარს. ვაკეთებ ყავის, მოხარშული რძის, ალუბლის ლიქიორებს. ვერ ვსვამ კახურ ღვინოს. ერთადერთხელ დავლიე ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ლიტრანახევრიანი ყანწით ღვინო. ეგ იყო და ეგ.
მაშინ სტუდენტი ვიყავი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებულ სახალხო თეატრში ვთამაშობდი. თუ კარგად მახსოვს, ნონა გაფრინდაშვილს ქორწილი მთავრობამ გადაუხადა. ახალგაზრდა მსახიობებს დაგვავალეს, ხალხს მოვმსახურებოდით. ქორწილში ჩემმა ლექტორმა, ვანო სარიშვილმა, სადღეგრძელო შესვა და უცებ თქვა, ალავერდს მედეა ლორთქიფანიძესთან გადავდივარო. ყანწი გადმომაწოდა. იძულებული გავხდი, დამელია. არ მახსოვს, რისი ან ვისი სადღეგრძელო შევსვი. ალბათ ძალიან დავთვერი, არც ეს მახსოვს.”
კომენტარები