“ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა:
“ვეღარ იტაქსავებთ.
რადგან;
მიმდინარე წლის 20 მარტიდან თბილისის მერია შეწყვეტს ტაქსის ლიცენზიების გაცემას ანუ მოხდება ამ სფეროს სრული მონოპოლიზაცია და თუ აქამდე ტაქსაობით ათიათასობით ადამიანი არჩენდა ოჯახს, აწი ამ ბიზნეს კალაძის კომპანიები ჩაიგდებენ ხელში და შესაბამისად მგზავრობაც გაძვირდება.
თავის დროზე, როდესაც ამ მავნე განძრახვის განხორციელება დაიწყო კალაძემ, პარტიამ ტაქსისტებთან ერთად დიდი საპროტესტო ტალღა ავაგორეთ, მოვახდინეთ მაგისტრალების გადაკეტვა, ალყა შემოვარტყით ბიძინას ბიზნეს ცენტრს და პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში გამარჯვებასაც მივაღწევდით, მაგრამ სამწუხაროდ ტაქსისტების საორგანიზაციო ჯგუფმა მერიასთან ფარული გარიგებების გამო ჩაშალა ეს პროტესტი და შედეგიც შესაბამისი დადგა.”
კომენტარები