ბლოგერი, დავით ბირკაძე:
“მინდა :
– დავიქირავო ორი გამომძიებელი, იმისათვის რომ ერთმანეთს უთვალთვალონ.
– ყვირილით შევარდე მაღაზიაში : “უკაცრავად, რომელი წელია?”. პასუხის შემდეგ კი გამოვიქცე ყვირილით: გამოვიდაა!
-ვიყიდო ცხენი, რომელსაც სახელად დავარქმევ “პირველი მოვიდა “და მივიღო დოღში მონაწილეობა.
– თუთიყუშს, ვასწავლო წინადადება : “მიშველეთ, თუთიყუშად გადამაქციეს”
– და როცა ლიფტში, ჩემთვის უცხო ადამიანებთან ერთად მოვხდები, სერიოზული სახით წარმოვსთქვა : “თქვენ ალბათ გაინტერესებთ , რატომ შეგყარეთ აქ ყველა ერთად ? “
– ზამთარში კი წავიდე ტყეში, მოვძებნო დათვის ბუნაგი, გავაღვიძო და გამოვექცე. მისგან უკანმოუხედავად ისე გამოვრბოდე, სული მეკვრებოდეს აღფრთოვანებისაგან.
დანარჩენი აბა რა უნდა მინდოდეს საქართველოს მოქალაქეს, ყველაფერი მაქვს.”
კომენტარები