ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“თბილისელი სეროჟას მორიგი ცრუპენტელობის პასუხად:
ლავროვმა განაცხადა `სააკაშვილმა საქართველოში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შემოგვთავაზა და მოგვატყუაო`.
ეს არის ამ პროფესიონალი გაიძვერას მორიგი სიფლიდე და აი, რატომ.
დიახ, ნამდვილად, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით (ის იყო ამ იდეის ავტორი, რაც გაიზიარა მაშინ სააკაშვილმა) 2004 წლის ბოლოსკენ მიმდინარეობდა `ზონდაჟი` თბილისსა და მოსკოვს შორის `ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის` (ფაქტობრივად რუსული სამხედრო ბაზის) დაკანონების შესახებ, რაც, პირდაპირ, ღიად ვთქვათ, იმას ნიშნავდა, რომ საქართველო უარს აცხადებდა NATO-ს წევრობაზე!
სხვა შეფასება არის იდიოტიზმი.
აბა როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში ფაქტობრივად რუსული სამხედრო ბაზა დაკანონებულიყო და ამ დროს ქვეყანას NATO-ს წევრობაზე ჰქონოდა პრეტენზია?
მე პირადად ვიყავი მომსწრე (СНГ-ს ერთ-ერთ სამიტზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მაშინ შევარდნაძეზე არანაკლებ აქტიურად მონაწილეობდა-დ) მოლაპარაკებისა სააკაშვილს, ჟვანიას, ლავროვს და რუსული დელეგაციის სხვა წევრებს შორის.
დიახ, საქართველოს მხარე ამ წინადადებას აჟღერებდა ოღონდ……არა სეროჟას `ლამაზი თვალების გამო`, არამედ იმის სანაცვლოდ, რომ გადადგმულიყო რეალური, ხელშესახები ნაბიჯები `სამხრეთ ოსეთის` და აფხაზეთის მიმართულებით.
არა ფეიკური, არამედ რეალური ნაბიჯები!
მახსოვს, ჟვანიამ იმ შეხვედრისას პირდაპირ უთხრა ლავროვს: `ჩვენს ხალხს რაღაცით ხომ უნდა ავუხსნათ, რატომ, რის სანაცვლოდ ვდგამთ ამ ნაბიჯს რუსეთის სასარგებლოდ?` (იგულისხმებოდა ფაქტობრივად რუსული ბაზის დატოვება საქართველოში და ამით NATO-ს წევრობაზე უარის თქმა).
ლავროვის პასუხი ამაზე იცით რა იყო?
`ეს სხვა თემაა!` (“Это другая тема”)
აი ასე.
ანუ……. სერგეი ლავროვი, პასუხად, ქართველებს ეუბნებოდა, რომ რუსული ბაზა უნდა დატოვონ საქართველოში არა იმისთვის, რათა რაიმე მიიღონ იმაზე მეტი, რაც აქვთ რეალურად, არამედ იმის სანაცვლოდ, რომ კიდევ უარეს დღეში არ ჩავარდნენ! ანუ მოსკოვმა არ სცნოს აფხაზეთის და `ოსეთის` დამოუკიდებლობა და არ მოაწყოს ის სპეცოპერაცია რაც მოაწყო 2008 წელს.
“Россия ни с кем не торгуется” – სხავდასხვა მოდიფიკაციით იმეორებდნენ რუსი ლიდერები პუტინის ჩათვლით.
Ещё как торгуется! ოღონდ მხოლოდ ტოლთან და სწორთან: ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან…… მაგრამ ეს ჩვენი საბრალო, უმოკავშირეო ქვეყანა რუსებს არ მიაჩნდათ რაიმე ანგარიშგასაწევ ძალად, რათა მასთან `ევაჭრათ`: `ვერაფერს მიიღებთ გარდა იმისა, რომ დღევანდელზე უარეს დღეში არ აღმოჩნდებით` – ასეთი იყო ლავროვის პასუხი და ზუსტად ამას ნიშნავდა იმ შეხვედრისას მისი “Это другая тема”.
სხვათა შორის, მიხეილ საააკშვილი ამ კომპრომისულ ხაზს ჟვანიას სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდა.
ზუსტად ასეევე უშედეგოდ.
პუტინმა ეს საუბრები საკუთარ დაცვას ჩააწერინა და შემდეგ დასავლელ ლიდერებს გადაუგზავნა სპეც-არხებით: “მოისმინეთ აბა – საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ NATO-ს წევრობას გთხოვთ და მე კი მეუბნება: `შენ ოღონდ ტერიტორიები დამიბრუნე და NATO-ს დედაცო`.
`დიპლომატიურად არაკორექტული` იყო პუტინის ასეთი საქციელი ანუ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების გათქმა?
კარგით რა, არ გამაცინოთ.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი”
კომენტარები