რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი, რუსულ მედიასთან, საქართველოზე საუბრისას, ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელსაც უკრაინა და რუსეთი გააფორმებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაც უნდა იყოს გათვალისწინებული” და აცხადებს:
“საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება ფანტაზიების სამყაროში.
იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რაც შეიძლება მოსთხოვო რუსეთს. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს.”
მან ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს საზღვრებზე გამწვავება შესაძლებელია”.
„შეიძლება იყოს გამწვავება, თუ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილება ზეწოლას, რომელიც მათზე ხორციელდება.” – თქვა ზატულინმა.
კომენტარები