საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“იბნ ალ-დავადარი, არაბი ისტორიკოსი, გეოგრაფი და კოსმოგრაფი მე-14 საუკუნეში წერდა ქართველების შესახებ:
,,ეს ხალხი (ქართველები) არის მკაცრი ბუნების, მძლავრი სხეულის მქონენი, დიდად ურწმუნონი, ვერ არჩევენ კანონიერს არაკანონიერისაგან, მათ არ იციან სიცოცხლე ღვინისა და მხიარულების გარეშე.”
განვითარებული ინდივიდუალობები აქ არ იგულისხმებიან, ცხადია. მათზე ცალკე მსჯელობაა საჭირო.
“მკაცრი ბუნების” – ეს თვისება შესაძლოა იყო შუასაუკუნეებში, თუმცა შემდეგ დაიკარგა.
“დიდად ურწმუნო” – შუასაუკუნეებში ნამდვილად არ ყოფილა ასე – ქართველობა სარწმუნოებრივად საკმაოდ კონცეპტუალური ერი იყო. ამიტომ გვერდზე გადავდოთ ის, რომ მუსლიმი ავტორისთვის ქრისტიანი ხალხი “ურწმუნო” იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ დღესაც ასეა, ერთის მხრივ. თუმცა აქაც არის რაღაც სიმართლე: ხშირად ჩვენს ხალხს სჯერა წარმოუდგენელი, ფსევდოქრისტიანობით შენიღბული, მართლაც გაუგონარი ზღაპრები და “ბაიკები”. (მეტწილად მტრის მიერ ჩაგონებული)
“ვერ არჩევენ კანონიერს არაკანონიერისგან” – ეს კი სერიოზულ პრობლემად რჩება დღესაც. ადამიანები ხშირად უმეცრად უსამართლონი არიან. სამართლის შეგრძნება და მასში აზროვნებით გარკვევა რაღაც დონეზე მაინც – არ არის მათი ძლიერი მხარე.
კომენტარები