ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება:
„არადა ყველაფერი ძალიან მარტივია
მაკარონი ბარილა. 1000 გრამიანი შეფუთვა იტალიაში (მილანში) ღირს 1.6 ევრო, ხოლო ევროპაში ყველაზე იაფ ქსელ ALDI – ში 1.89 ევრო.
რომ ვილაპარაკოთ მის საბითუმო ფასზე, ეს იქნება უკიდურესი მინიმუმი 90 ცენტი (ესეც თითქმის არარელური) ანუ 2.5 ლარი. 500 გრამიანი შეფუთვის შემთხვევაში 1.3 ლარი.
ამას დავუმათოთ:
ტრანსპორტირების ხარჯი
გადასახადები (სახელმწიფო)
შიდა დისტრიბუციის ხარჯი
ხელფასები, კომუნალური სერვისები
საცალო მარკეტში განლაგების ხარჯი
საბოლოოდ ვიღებთ ფასს 1000 გრ შეფუთვით 7-8 ლწრის ფარგლებში ხოლო 500 გრამიანი შეფუთვის შემთხვევაში 4-4.8 ლარის ფარგლებში. ეს არის კონკურენტული ფასი, ვინაიდან ბაზარზე ბევრი სახის მაკარონი არსებობს.
ბაზარზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში:
ბაზრიდან გაქრება ხარისხიანი (ძვირიანი) საქონელი.
შეიქმნება გარკვეული სასურსათო დეფიციტი.
დაზიანდება ეკონომიკა.
ბიზნესი დღეს არსებული მონეტარული, ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის პირობებში არა გრძელვადიან, არამედ საშუალოვადიან პროგნოზსაც ვერ აკეთებს და ყოველთვის იჭერს მაღალ ფასს.
მაგალითად
იმპორტიორები ვაჭრობენ საერთაშორისო ვალუტაში (USD/EURO)
როგორ უნდა განსაზღვროს ბიზნესმა პირობითად 3 თვეში შესაძლო პირობითად მაკარონის რეზერვების შევსების ბიუჯეტი, როდესაც წარმოდგენა არ აქვს რა ვალუტის კურსით მოუწევს ვაჭრობა. ცხადია ბიზნესი დაადებს მაღალ ფასს რისკების შესამცირებლად.
მთავრობამ ჯობს გააკეთოს თავისი საქმე.
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა
საგადასახადო პოლიტიკა
და ბიზნესი ესეთ დროს ავტომატურად დაემორჩილება ეკონომიკის კანონებს.
ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის ბიზნესში ჩარევა დააზიანებს როგორც ეკონომიკას, ისე მოსახლეობას.
ბოლოს დავასრულოთ ისევ მაკარონით თუ მთავრობა დააწესებს ფასზე ზედა ზღვარს, თქვენ ვეღარ მიირთმევთ ხარისხიან პასტას ვინაიდან ბაზრიდან უბრალოდ გაქრება ხარისხიანი საქონელი.
მოგიწევთ იყიდოთ იაფიანი, რომელიც მოხარშვისას ქვაბში იზილება
კომენტარები