ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელძღვანელი, თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცერი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე:
– დიდი ხანია, გასაგები მიზეზების გამო, არ მომეცა ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება და საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას… საზოგადოებას მინდა ვუთხრა, გაააქტიურდნენ, მეტი მოსთხოვონ სახელმწიფოს სამხედრო ვეტერანებისთვის, რომ ამ ხალხს სათანადო ყურადღება მიექცეს. თუმცა, ვატყობ, საზოგადოების წარმომადგენლები მანამდე ხმას არ ამოიღებენ, ვიდრე მათ ახლობლებს, ოჯახის წევრებს ან პირადად მათ არ შეხებათ ამგვარი ტრაგედია, რაც სრულიად მოსალოდნელია… საუბედუროდ, ამგვარი ან მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, მალე განმეორდეს და მას დასასრული არ ჰქონდეს. ხელისუფლებას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ამ საქმეზე. მას უნდა საზოგადოებამ მოადუნოს ყურადღება, საყოფაცხოვრებო დონეზე დაიყვანოს ეს გლობალური მასშტაბის მოვლენა. ახლა მინდა ამ კონკრეტულ შემთხვევზე გითხრათ. არის ინფორმაცია, რომ ნოდარ ათუაშვილს თავი არ მოუკვლავს. ის მოკლა სპეცრაზმმა იმ დროს, როდესაც ვაზნები გამოელია ავტომატში და ოთახში შებრუნდა ავტომატის მჭიდის დასატენად. ამის შესახებ ხელისუფლებას არ უნდა ლაპარაკი, რადგან ეს გარკვეულწილად პროტესტს გამოიწვევს საზოგადოებაში. ხელისუფლებას არ უნდა თქვას, რომ ვეტერანი სამხედრო მოკლა. ხელისუფლებას მარტო დანაშულის აღკვეთა არ ევლება, მისი უმთავრესი საქმე დანაშულის პრევენციაა. მით უმეტეს, როდესც საქმე ომის ვეტერანს ეხება. ნოდარ ათუაშვილს შეიძლება იმ მომენტში ეგონა, რომ მტერს ებრძოდა, ხდება ასეთი ილუზიური ფანტომის შექნმა ადამიანის წარმოსახვაში, როდესაც ის ომის მონაწილეა. კონტუზია და პოსტრავმული სინდრომი თავისთავად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ათუაშვილს კი კონტუზია ჰქონდა გადატანილი და ვინ და როგორ უმკურნლა, ესეც საკითხავია. მე თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო რგოლს ხშირად ვაკრიტიკებ, სამინისტროს ხელმძღვანელობას კორუფციასა და არაპროფესიონლიზმში ვადანაშულებ, მაგრამ საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი საშუალო რგოლის პირადი შემადგენლობა. სამინისტროს სნაიპერთა ჯგუფის ძლიერი მომზადების ცენტრი აქვს. ნოდარ ათუაშვილს ამ ცენტრში ჰქონდა გავლილი მომზდება, პროფესოინალი სნაიპერი იყო და უმცირესი ფსიქოლოგიური პრობლემა რომ ჰქონოდა, ამას არ აპატიებდა არავინ, სნაიპერის შაშხანასთან და სხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს კი არა, „კისტის“ თოფს არ ანდობდნენ. ფსიქიკური პრობლემები იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. რა გაუკეთეს ამ კაცს ისეთი, რომ ასე გამოიყვანეს მწყობრიდან? რა გაუკეთეს და უღალატეს! მარტო მას კი არა, ჯარისკაცთა 95%–ს უღალატა სახელმწიფომ. გადაგდებული ვეტერანები არიან, ხან 22 ლარად გადაგდებულები, ხან 100 ლარად. ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, გარიგებულნი არიან ვეტერანთა მცირე ნაწილთან, მათთვის ყველაფერი აქვს ვეტერანთა დეპარტმენტს, ეხმარებიან, სანაცვლოდ კი მათგან ხელისუფლების მხარდაჭერას ან მისდამი ლოალურობას მოითხოვენ, მონად აქციეს ვეტერანთა ნაწილი. დანარჩენები კი, ვინც ამას ვერ ეგუება, მიგდებული ყავთ ან ემიგრციაში არიან გაქცეულები. სხვანაირი, ხელისუფლებასთან შეურიგებელი, სიმართლის მთქმელი ვეტერანები არ აწყობთ. ნოდარ ათუაშვილმა, ავღანეთის მისიიდან როდესაც დაბრუნდა, გაიარა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და თუ გაიარა, რამდენად ეფეტური იყო ეს რეაბილიტაცია, ეს გვითხრას თავდაცვის სამინისტრომ. ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო იდეა, არის პოტენციური მკვლელი. სახელმწიფო იდეა როდესაც კვდება, რჩებიან კარგად გაწვრთნილი ადამიანები, განსაკუთრებული უნარებით. ნოდარ ათუაშვილი გამოიყენეს, აბრძოლეს, აომეს და მერე მიაგდეს. ბადრი ესებუა გავიხსენოთ, რომელმაც ზუგდიდში წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარა, შევიდა ბანკში და წაიღო სოლიდური თანხა. ზოგმა რომანტიზაცია გაუკეთა ესაებუას, მის ამ სპეცოპერაციას და ამან ნამდვილად არ ვემხრობი. კი, ასე არ შეიძლება, ეს დანაშაულია, ყაჩაღობაა და ვინც არ უნდა ჩაიდინოს მიუღებელია და უკანონობაა, მაგრამ აქაც არის სახელმწიფოს პასუხისგებლობის წილი. ეს გაწვრთნილი, ნაომარი ბიჭი შევიდა, შეასრულა ის საქმე, რაც ჩინებულად იცის, გამოვიდა და გაქრა. აი, ერთმა ქვეითმა რა გააკეთა. ერთმა სნაიპერმა რა გააკეთა, 5 კაცი ისე მოკლა, ვითომც არაფერი. რა მოხდება მომავალში, ამაზე ფიქრობს ვინმე? ჯარში არის სხვა და სხვა სპეციალობები, საინჟინრო მიმართულებისა, გამნაღმველი, ამფეთქებელი… ვიღაც ესეთი ამფეთქებელი მწყობრიდან რომ გამოვიდეს, თავისი პროფესიის სამოქალაქო ცხოვრებაში დემონსტრირება, რომ მოინდომოს, მოელანდოს, რომ მას აფეთქებენ და უნდა დაასწროს და თავად ააფეთქოს. ეს აფექება კი თბილისის მეტროში ან აეროპორტში რომ განახორციელოს, მერე სად მივდივართ? ამას გამორიცხავ? მეც ვერ გამოვრიცხავ. ვეკითხები ხელისუფლებას: ამგვარი რამ რომ მოხდეს, აიღებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას?! კიდევ ერთს ვიტყვი, ამ ხნის განმავლობაში არაერთი კრიმინალი მოხდა, რომლებიც ვერ გახსნეს სამართლდამცავებმა. მათ შორის, ბანკების ძარცვის ფაქტები. როგორ ფიქრობ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშულებები? ვფიქრობ, მათი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთა ჩადენილია. ყველა ბანკთან 24 საათიან რეჟიმში პოლიციის მანქანები რომ მორიგეობენ, როგორ ფიქრობ, ჩვეულებრივი კრიმინალებისგან, ჩვეულებრივი მძრცველებისგაბ იცავენ ამ ბანკებს? რაღაც არ მგონია. ის ჩეულებრივი ბანკის მძრცველები ადრეც იყვენ, ძარცვავდნენ ბანკებს, მაგრამ ბანკების უსაფრთხოება შსს–ს საკუთარ თავზე არ აუღია. ზუსტად ამ განსაკუთრებული უნარების მქონე, კარგად გაწვრთნილი ხალხისა ხომ არ ეშინიათ და იმიტომ ხომ არ გააძლიერეს ბანკების დაცვა? გააკეთოს განცხადება ამის შესახებ შსს–ს ხელმძღვანელობამ. რატომ ახლა და რატომ მაინც და მაინც ბადრი ესებუას მიერ ზუგდიდის ბანკის გაძარცვის მერე, ქუთაისში ძარცვის მცდელობის მერე გააძლიერეს ბანკების დაცვა. მე გულახდილად გეუბნებით, სახელმწიფო უბიძგებს ღირსეულ მოქალაქეებს, გახდნენ კრიმინლები. ეს ძალიან საშიში სოციალური მოვლენაა. თუმცა, ჩვენ უნდა ვეძიოთ სიღრმისეული მიზეზები, თუ რატომ ხდებიან ეს ღირსეული, დამსახურებული ადამიანები კრიმინალები.
– თავდაცვის სამინისტროში ხომ არის სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი? ეს სამსახური სათანადოდ ვერ ახდენს ვეტერანთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას?
– კი, თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს გააკეთეს ეს სამასხური, რომელიც რეალურად ბუტაფორიაა. მინისტრის მოადგილე, ანა დილიძეც იყო ამ საქმეში ჩართული. ეს დეპარტამენტტი იმიტომ კი არ შეიქნმა, რომ ჯარისკაცმა რეაბილიტაცია გაიაროს, იმიტომ შეიქნმა, რომ ჯარისკაცთა სრულფასოვანი რეაბილიტაცია გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში ძვირი უჯდებოდა სახელმწიფოს, ამ სამსახურის შექმნის შემდეგ კი ბიუჯეტის თანხები დაზოგეს. ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ ავღანეთში, თვითნაკეთ ნაღზე აფეთქდა უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი და მკურნალობდა იქ, ახლად შექმნილ ცენტრში. მახარეიშვილს გადამტვრეული ჰქონდა ხელხემლის N1, N2 და N3 მალები. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და ერთხელ მარიხუანა მოსწია, ტკივილების გასაყუჩებლად. უცხოეთში, ამგვარ სარეაბილიტაციო ცენტერებში, სამედიცინო მიზნით, მარიხუანას უნიშნავენ სამკურნალო მიზნით. ესენი ადგნენ და მახარეიშვილი, პირდაპირ ვიტყვი, გამოგდეს, რეაბილიტაცია შეუწყვიტეს, რადგან ერთხელ მარიხუანა მოსწია. მიეცათ სათანადო ტკივილგამაყუჩებელი და არ მოწევდა მარიხუანას. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმ ადამიანის რეაბილიტაციის გარეშე დატოვებას, რომელსაც ხერხემლის 3 მალა აქვს გადამტვრეული? „ალიაში“ იყო დავით მახარეიშვილის ინტერვიუ, სხვამ ყურად არ იღო გასაჭირი და დღემდე მადლობელია პირადად შენი, იმ მასალის ავტირისა და „ალიასი“. რა ბევრი ლაპარაკი იმას უნდა, რომ თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი, იმის მეათედს ვერ გუკეთებს ჯარისკაცებს, რასაც გერმანიაში და ამერიკაში უკეთებდნენ. არც ამ ქვეყნების დონის სპეციალისტები გვყავს და არც სამედიცინო აღჭურვილობა გვაქვს. სიყალბე ანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს, თავდაცვაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველა სხვა სფეროში, მათ შორის, საზოგადოებრივ ურთირთობებსაც. დავსვათ კითხვები – რას მალავს თავდაცვის სამინისტრო? რას მალავს შს სამინისტრო? რას მალავს უსაფრთხოების სამსახური? დღეს საქართველოში, თუ სამხედრო ხარ, კარგად იცი, სად მიიღო საბრძოლო მასალა და შეიარაღება – სამხედრო ბაზებიდან, როგორც წყალი, ისე გაედინება. განსაკუთრებით, თინა ხიდაშელის დროს გაედინებოდა, ლევან იზორიას დროსაც გაედინებოდა და ერთ–ერთი სამხედრო ბაზიდან, ტყვია–წამლის გატანისა და რეალიცაზიის ფაქტზე ხალხიც დაიჭირეს, ოღონდ მხოლოდ წვრილფეხობა დასაჯეს. დღესაც გადის იარაღი, ტყვია–წამალი და საბრძოლო მასალა სამხედრო ბაზებიდან. იარაღის“ შავ ბაზარზე“ თითქმის ნებისმიერი იარაღის, სამხედრო ამუნიციის შეძენა შეიძლება და ისინი არ არის უცხოეთიდან, კონტრაბანდული გზით, იარაღით მოვაჭრეთა მიერ შემოტანილი საქართველოში, „ადგილობრივი ბაზრის პროდუქციაა“ – ჩვენი სამხედრო ბაზებიდან დანაშულებრივი გზით გამოტანილი და თითქმის ყველა შემთხვევაში, რამდენადაც შეიარაღებულ ძალებში ლაპრაკობენ, ამაში ჩარულნი არიან ბაზების ხელმძღვანელები და თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული მაღალჩინოსნები. ეს ჩეულებრივი მოვლენა გახდა ჩვენი რეალობისთვის. ნოდარ ათუაშვილს ავტომატი, ავტომატის ტყვიები და ხელყუმბარები ჰქონდა სახლში და ეს გატანილი იყო თავდაცვის სამინისტროს სმხედრო ბაზიდან. მერე რა, რომ ფსიქიურად აშლილი იყო, მერე რა, რომ სნაიპერი იყო, მერე რა, რომ მედლები და სხვა ჯილდეოები ჰქონდა მიღებული და დამსახურებული სამხედრო იყო. რატომ უნდა ჰქონოდა სახლში, რაც ჰქონდა? ისე, ნოდარ ათუაშვილი დიდი დამსახურების კაცი იყო ქვეყნის წინაშე, არ იყო რიგითი ჯარისკაცი. თუ მაგარი ბიჭები არიან, გამოაქვეყნონ მისი დამსახურებები, რომელ ოპერაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ვერ გამოქვეყნებენ, რადგამ მაგის ერთი ადგილი არ აქვთ. სახელმწიფომ მას მისცა საშულება, რომ ეს საშინელება ჩაედინა. ახლა წარმოიდგინე, რამდენ ვეტერან მოქმედ სამხედროს აქვს სახლში სხვა და სხვა სახის შეიარაღება, რომლის შენახვაც აკრძლულია. რას ვშრებით, ჩვენ, საზოგადოება? მარტო ნოდარ ათუაშვილის გინებაში უნდა ვიყოთ თუ რაც მან ჩაიდინა, იმის წარმომშობი მიზეზების ძიებას ვაპირებთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს? მზად ვართ, მოვხოვოთ სახელმწიფოს პასუხი, მოვთხოვოთ, მიხედოს ომის ვეტერანებს, დამსახურებულ და ღირსეულ ადამიანებს, რომელთაც ამ ქვეყნისთვის სისხლი აქვთ დაღვრილი? ნოდარ ათუაშვილი მარტო უცხოურ მისიაში არ იყო, 2008 წლის ომის მონაწილე იყო და იმ ომში გმირულად იბრძოლა. ამ უცხოურ მისიებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობაც ქართულ საზოგადოებას არ გადაუწყეტია, ეს გადაწყვიტა გარკვეულმა სამხედრო კონგლომერატმა. მერე იმ მისიებში მყოფ ხალხს მიხედვა უნდა და არა ერთჯერადი. სისტემატიურად უნდა აკონტროლი მისი ფსიქიკა. ცხადია, დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა, ვიზირებს იმ ოჯახების ტრაგედიას. 5 კაცის მოკლა, 5 კაცის დაჭრა და ეს დიდი უბედურებაა… ეს მაინც უნდა ვთქვა. ვიეტნამის ომის მერე, ამერიკაში უარესები ხდებოდა, ომის ვეტერნთა მიერ ხალხის მასობრივმა ხოცვამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, ასეთი გვერდითი მოვლენები აქვს მშიდობისთვის ბრძოლას და ამას დაერქვა „ვიეტნმის სინდრომი“. ჩვენთან „ესებუას სინდრომს“ დაარქმევენ, ალბათ. ეს სინდრომი ჩვენს ჯარისკაცებში უკვე დაწყებულია. რკინას, ფოლადს შეუცვლი ფორმას სისტემატიური ზემოქმედების შედეგად და ამგვარი ზემოქმდების შემდეგ ადამიანის ფსიქიკაც იცვლება. სოციალურადაც განადგურებული იყო ათუაშვილი, საკუთარი სახლიც არ ჰქონდა, რომ ეცხოვრა. როგორ და რატომ მივიდა ასეთ მდგომარეობამდე, ვინ მიიყვანა, ეს უნდა გავარკვიოთ, რომ სხვა ასეთი ტრაგიკული შემთხვევები აღარ მოხდეს.
აქვე მინდა, ერაყის მისიაში დაღუპულ სერჟანტის, ირაკლი კორძაიას მკლელობის საქმე გავიხსენო. ირაკლი კორძია დაიუღუპა ზემდგომთა დანაშაულებრივი ბრძნების გამო. კერძოდ, ამ საქმეში ფიგურირებენ ვიცე–პოლკოვნიკი მინდია მირველაშვილი და მაიორი დავით მირველაშვილ და სხვა პირები. მათ გასცეს ეს ბრძანება. ეს ამბავი, ამჟამად საფრანგეთში დევნილობში მყოფმა, თადარიგის ოფიცერმა, ლევან კობაიძემ გაასაჯაროვა, რომელიც კორძაიასთან ერთად იყო ერაყში და ყველაფერი იცის, რა და როგორ მოხდა. მასზე დიდი ზეწოლა იყო, ემუქრებოდნენ, რომ ერაყში მეთაურთა დანაშაულებრივი ბრძანების გამო ჯარისკაცის სიკვდილის ფაქტი არ გაეხმაურებინა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღანელებს უკვე ჩაფარცხული ეგონათ. თუმცა, კობაიძე არ გაჩერდა და თავდაცვის სამინისტრო, რომ დატოვა, მინისტრს პატაკში ჩაუწერა ირაკლი კორძიას დანაშულებრივად სიკვდილის ამბავი. მერე ცხადაია, დეტალურად მოჰყვა ყველაფერი ამ ფაქტის შესახებ. ეს საქმე უნდა გამოიძიონ და დამნაშავენი დასაჯონ. ვიდრე არ გამოიძიებენ, მე გაჩერებას არ ვაპირებ.
კომენტარები