„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ ამასწინათ ერთი სტატუსი შემხვდა “უნდა გაგრძელდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობაო?”, ჩემდა გასაკვირად უმრავლესობა წერდა დიახო… დავუშვათ ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამ “გაჩერებას” რა კატასტროფული შედეგები მოჰყვება, მაგრამ იმას ხომ მაინც ხვდებიან, რამდენი ადამიანი არის ყოვედღიურ შრომაზე დამოკიდებული და უკიდურეს მდომარეობაში, შიმშილის პირას იმყოფება? ამაზე ვრცლად არაერთხელ დავწერე. ასევე ვერ გამიგია იმ ადამიანების, ვინც შექმნილი მდგომარეობის გამო, ხელისუფლების ჩამოშლის და ეკლესიის დასუსტების მოლოდინშია, მარტო ხელისუფლებას შეეხება ეს თუ მთლიანად ერს? მათზე ერთი თუშური ანდაზა მახსენდება: “კაცს თავს ჭრიდნენ და ტრა@ი ჩიფჩიფებდა ეს რა ბედნიერი დღე გამითენდაო”.
კომენტარები