“შეგვიძლია ერთადერთი გავაკეთოთ, ქილერი დავიქირავოთ და მოვაკლევინოთ, მეტი რა შეგვიძლია? რას გვთავაზობთ? ” – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ბექა დავითულიანი “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, როგორ უნდა აგებინოს პასუხი სახელმწიფომ ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის, წამებაში ბრალდებულ პირს.
მისი თქმით, დავით გურწიევი ინტეერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
ყველა ვინც მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზებაში, ყველა, ვინც ხელყო საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის არის მტერი და დასასჯელი.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებზე, ინტერპოლით რომ იძებნებიან, ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ დაწყებული ძიება და ინტერპოლს გადასცემოდა.
სამწუხაროდ, რუსეთი არ ემორჩილება საერთაშორისო წესებს. მას ოკუპირებული აქვს ახალგორის რაიონი და მთლიანად ცხინვალი, იქ უკანონოდ იქცევა ისე, როგორც უნდა.
როგორც კი დატოვებს რუსეთის ტერიტორიას ინტერპოლის მიერ ძებნილი, აგებს პასუხს კანონის წინაშე.
შეგვიძლია ერთადერთი გავაკეთოთ, ქილერი დავიქირავოთ და მოვაკლევინოთ, მეტი რა შეგვიძლია? რას გვთავაზობთ? რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენ არ შეგვიძლია, სხვა ტიპის ღონისძიება – აცხადებს ბექა დავითულიანი.
არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებული, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი დააწინაურეს და ახალგორის პროკურორად დანიშნეს.
კომენტარები