მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ასე ჩამოაყალიბა წლების წინ გარკვეულმა დაჯგუფებამ —ზონდერ-მორწმუნეებად ადამიანები… მათ სძულთ ყველა, ყველაფერი, რაც მათ ნებას და აზრს ეწინააღმდეგება…
მათთვის გაუგებარია ქრისტიანობის ისეთი სათნოებები, როგორიცაა სიყვარული, მიტევება, თანაგრძნობა…
ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისაგან ქმნიან მტრის ხატს, ეჩვენებათ, რომ ყველა ეკლესიის მტერია… სინამდვილეში ყველაზე მეტად თავად მტრობენ ქრისტეს მოძღვრებას, თავიანთი მართლმადუდებლურ მორალს მოკლებული სისულელეებით…
მათ გააჩნიათ პრეტენზია, რომ ითვალონ სხვისი ცოდვები და მეტიც, თუ უფლებას მისცემთ, ,,დაზუსტებით” გეტყვიან, ვინ წავა სამოთხეში, ვინ ჯოჯოხეთში…
ჰყოფნით თავხედობა და თავს უფლებას აძლევენ, შემოვარდნენ პირად გვერდზე და შეურაცხყოფა მოგაყენონ…
ამიტომ, არ ასაუბროთ, არც პოლემიკა გაუმართოთ, არც შეეცადოთ რამე აუხსნათ…
მათ მოსწონთ დაზომბირებული მდგომარეობა და დროსაც, ენერგიასაც, ყველა მცდელობას სულ ტყუოლად დახარჯავთ…
მათი არჩევანია, იყვნენ გარესკნელის ბნელში, ჩვენ ვერაფერს გავხდებით…
თუ უფლებას მისცემთ, ქრისტეს სახელით დანას გაგიყრიან, ბოლოს ლოცვასაც წარმოთქვამენ…
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, სხვა დროს ყველას სახელს ჩამოვწერ საკუთარ გვერდზე!..
არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ მათ ახარებთ, რაც მოხდა თურქეთსა და სირიაში…“
კომენტარები