ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ტრანსპორტში ვარ, დრო მაქვს და ვკლავ ე.ი ესებუა ყოფილა კაცი, პიროვნება, მამულიშვილი! კაცმა იწვალა, იღვაწა, მძევლები აიყვანა,ბანკი გაიტანა, ნახევარი მილიონი წაიღო, გაიშარა, მთელი საქართველოს პოლიცია მისდევდა მთავარი პოლიცმეისტერიანა, ყველა პირდღებული დატოვა და ნემსივით გაუჩინარდა. ჰოდა ამისთანა კაცი აგერ ზუგდიდში ბოდიალისას დააკავეს. აბა რა ძმაო, თუ ჯიხაშკარში ფეხშიშველმა არ გაიარე, რაა მამული! კაცმა კერია არ გააცივა, , ნაღვერდალს ვინ შეუკეთებს, კარ მიდამოს ვინ მიმიხედავს, მამულს ვინ უპატრონებსო! დევნის საარაკო სპეცოპერაცია, რომ ჩატარდა და ვიქილიკე, ახლობლებმა დამტუქსეს, არ არის ეგ ამბავი მასე,, შენ რომ გგონიაო და ახლა გელოდებით, როდის მომიყვებით თქვენ რაც გეგონათ ის ამბავი როგორ არის?”
კომენტარები