ოპერატორების გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე, ტელეკომპანია “ფორმულას” უკვე ყოფილი ოპერატორი, 22 წლის სულხან ჭკადუა, “მაუწყებელთან” ამბობს:
–დავიწყე ფორმულაში პრაქტიკებზე სიარული, ბიჭებმა მასწავლეს ყველაფერი, რაც ამ პროფესიას ესაჭიროებოდა. 6 თვიან სტაჟირების კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი, ეს სტაჟირება იყო უხელფასო, ბიჭები ფულს მიგროვებდნენ და ასე დავდიოდი, ვწვალობდი, ზოგჯერ 3 დღეც გადამიბია, მეთქი ნახონ, როგორ ვშრომობ, როგორ მიყვარს ეს პროფესია. დამპირდნენ, რომ მალევე გაგშტატავთ და შენც იქნები ხელფასიანი, ველოდებოდი და შემდეგ უკვე გამაფორმეს და დამსვეს 500 ლარზე. ზოგჯერ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ჩემ საქმეს, დამირეკავდნენ, ეს ასე რატომ გაქვს, მე სხვა მიზეზს ვეუბნებოდი, არ მინდოდა მეთქვა, იცით რა, მე დაღლილი ვარ, მშია, ასეთი მიზეზის მრცხვენოდა. იყო სიტუაციები რომ დილის 7–ზე მოვდიოდი და ვამთავრებდი 8–ზე, კონტრაქტში მიწერია, რომ მიდიხარ 10–ზე და მოდიხარ 8–ზე. თუ ასეთ გადაღებაზე მიშვებ, მაშინ მე სტაჟიორს ნუ მეძახი. საგარეჯოში 4 საათზე წავედი და დილის 12 საათამდე სულ ჩართვები იყო. სხვა ოპერატორებმა რომ კამერა დადეს, მე ვმუშაობდი და კამერა არ დამიდია. ვიყავი ჩემ ჟურნალისტთან და ვმუშაობდი. ბევრჯერ ელემენტარული რაღაცის გამო უთქვამთ, გაგათავისუფლებთო. მეთქი, ამდენ რაღაცას ვაკეთებ და რატომ არ მიფასებთ. თურმე, არავინ გიფასებს. უჭმელი რომ ხარ ოპერატორი და ვიღაცა რომ გირეკავს, სულხან, ეს ასე რატომ გაქვს და რომ ეუბნები რაღაცა სხვა მიზეზს და რეალურად რაც პრობლემა იმაზე არ საუბრობ… ჩემი ნაშრომის დაფასება ვერ ვნახე. ბიჭები 1 წელზე მეტია არიან 500 ლარზე და 1000 ლარიდან იწყება ხელფასიო. ეს ჩვენი დამცირება და გადაფურთხებაა… ტელევიზია გვებრძვის, ჩვენ გვებრძვის ტელევიზია… სუსის აგენტიო, მე თუ სუსის აგნეტი ვარ, მაშინ რავი… არავის გვინდოდა ამ მდგომარეობამდე მისვლა, მაგრამ თვითონ გადაწყვიტეს. მე უფრო სხვანაირი ხალხი მეგონა, კიდევ იმედებს ვამყარებდი, იქნება, ცხელ გულზე რაღაცა ითქვა… თურმე ესენი არ ყოფილან ისეთი ადამიანები, როგორიც ჩვენ გვევგონა.”
„ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
კომენტარები