ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
მე მომწონს ქოცები რომ გაცოფდნენ. უკვე უმაღლესი კანონმდებელი ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიანიშნებს და მისი შპანაც აღტკინებული იმუქრება – “რინგებიც” გაინაწილეს: ბორჯომი, გორი, ზუგდიდი უკვე დაკავებულია. ახლა, ქოცები დანარჩენ რაიონებში ზონდერებს ეძებენ ალბათ.
ცხადია, ამ ღელვის მიზეზი გააქტიურებული ენმ-ია, რომელიც ხვალიდან რეგიონებში გადის.
ალბათ, გასაკვირი არაა, რომ შემდეგი უგვანო ფრაზის ავტორი განსაკუთრებულად აგრესიული, უმეტესად უზრდელობით გამორჩეული პარლამენტარი, დიტო სამხარაძეა.
“მაგარი ატეხილები არიან და ეჭვი მაქვს, რომ მწარედ გაიჩალიჩებენ!” – როცა ხაბეიშვილმა რეგიონებში აქცია დააანონსა, სამხარაძემაც არ დააყოვნა…
ეს ყველაფერი არ არის – არჩევნების დღეს “ყოჩაღი” დიტო აქტიურად ჩართული ყოფილა, ცხადია არა ხაბეიშვილის სასარგებლოდ… ფაქტია, ქართულ ოცნებას ცვლილებები ეწყინა…
“50 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდა და 30 000-მა ხმა მისცაო? ესენი მასწავლიან ვინ დარეგისტრირდა და ვის მისცა ხმა?” – წერდა სამხარაძე.
მოკლედ, სულ რაღაც სამ დღეში ქართული ოცნება კომფორტის ზონიდან გამოვიდა, ღელავენ და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც იმუქრებიან.
ახლა კი, სამხარაძევ და კოლექტიურო სამხარაძეებო – ენმ-ის ხვალინდელ და შემდგომ აქციებზე ნებისმიერ პროვოკაციასა თუ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ! თქვენი უგვანო პოსტები ძალადობის წახალისებაა, უმაღლესო კანონმდებელო – მუქარა დანაშაულია, რომ იცოდეთ და უნდა იცოდეთ! 500 000 ამომრჩეველს ვერ დააშინებთ! ვერ გატეხავთ! მოგიწევთ გაიგოთ ჯანსაღი ხალხის ხმა!
თქვენი მუქარის არავის ეშინია. მეტიც – ჩვენ ასეთი ოპოზიცია მოგვწონს – შეშინებულები რომ იმუქრებით! აქციებზე ჩვენ იდეას გამოვყავართ და არა კარტოფილის პარკებს… ასე, რომ იდეალისტებს კი ვერ აშინებთ, ბრძოლის მოტივაციას უზრდით, რომ მალე დედა რუსეთში გაგიშვათ! სწორედ იდეის ერთგულებით გამოვირჩევით თქვენი მხარდამჭერებისგან განსხვავებით!
რუსეთად ვერ გვაქცევთ, ჩვენი არჩევანი ევროპა და მესამე პრეზიდენტის გადარჩენაა! მიშაც გადარჩება და რუსეთსაც არ მივეყიდებით. ვინც ამის წინააღმდეგ წავა, გავუშვებთ რუსული ხომალდის მიმართულებით!
წარმატებები ლევან ხაბეიშვილს და მის გუნდს, ღირსეულ ოპოზიციას და მხარდამჭერებს! ძალა მართლაც ერთობაშია!
P.S. აღნიშნული სქრინები დიტო სამხარაძის კედლიდანაა:
კომენტარები