პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა:
“მიმართვის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, არაერთი ინფორმაცია მომისმენია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ფრენები შეწყვიტა რუსეთის ფედერაციამ და ეს მნიშვნელოვანწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სანქცია საქართველოს წინააღმდეგ, ათასობით ქართველის წინააღმდეგ, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუკი სანქციას მოხსნის, იქმნება გარემოებები, როცა უნდა მივესალმოთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება ქართველების, თუნდაც არაქართველების, საქართველოსთან დაკავშირებული პირების, მისი მოქალაქეების ინტერესებს.”
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” რეისების აღდგენაზე.
ფრენების აღდგენის მოთხოვნით საქართველომ მოგვმართა – ვლადიმირ ჯაბაროვი
კომენტარები