ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:
“ყველანაირ ეკონომიკურ კონიუნქტურას თავი რომ დავანებოთ
“მინისტრებმა დაიბარეთ ნავთობ იმპორტიორები) ეს არის საშიში
რას ნიშნავს დაიბარე? მგონი ავიწყდება მთავრობას, რომ ბიზნესის მიერ გაცემული ხელფასების გადასახადებით და ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებით არსებობს
აქ მთელი დრამა არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ბევრი წლის მერე ახსენდებათ რომ რაღაც ძვირდება.
თუ ვინმე არის “დასაბარებელი” ეს პირველრიგში არის სახელისუფლებო გუნდი. და თუ საწვავის გაიაფება უნდათ, ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა სწორედ მთავრობის ხელშია
შემოიჭირეთ ქამრები არ ჭირდება ჩვენი ზომის და ეკონომიკური წონის ქვეყანას 5.5 მილიარდ ლარიანი მთავრობა.
გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი.
გადაიყვანეთ საგადასახადო პოლიტიკა მცურავ რეჟიმზე.
ამ ყოველივეს ფონზე მომენტალურად გაიაფდება საწვავი საშუალოდ 80 თეთრით “
კომენტარები