“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, გიორგი უშიკიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოძიებას და გაცოცხლებას, ისევ ძველი ხმოვანების დაბრუნებას დიდი ხანია ცდილობს გიორგი უშიკიშვილი.
ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია და სხვადასხვა საშუალებით საზოგადოებამდე მიტანა, მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ზუსტად ამ საქმეში “დავმეგობრდით”.
სიამოვნებით ჩავერთე პროექტში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, ჩაწერას, დამუშავებასა თუ აღდგენას გულისხმობს.
წარმატებები გიორგის ამ მართლაც ეროვნულ საქმეში…”
კომენტარები