ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
“ისე, რა უნდა გაგვიკვირდეს, პოლიტიკაში ხომ ყველაფერი მოსულა?! მოსულა ისიც, რომ ადამიანს, რომელსაც ხალხის მმართვაზე აქვს პრეტენზია, დიპლომი არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს, მაგრამ რაღაც გაურკვეველი სასწავლებლის კურსდამთავრებული იყოს.
ასეა სწორედ ხაბეიშვილის შემთხვევაშიც, ანუ პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ხაბეიშვილის ბიოგრაფიის განათლების გრაფაში წერია, რომ დამთავრებული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი “მცირე აკადემია”, სპეციალობით – ბიზნესის მართვა.
რა არის „მცირე აკადემია“? – ამას ვერ გეტყვით, რადგან Googl-ის საძიებო სისტემაში მცირე აკადემიის შესახებ ვერაფერს იპოვით. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ „ხაბემ“ განათლება რაღაც „ჭ“ კლასის უმაღლესში მიიღო? ალბათ, ბატონო ლევანი საკუთარ განათლებაზე უფრო მეტ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
დრო წარა-მარა დაქრის. ვნახოთ….”
კომენტარები