ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, აქციებზე არც თუ ისე ბევრი მომიტინგე იდგა, მაშინ მე-9 კლასში ვიყავი. პაპამ დამიბარა, წვრილად გამომკითხა დავდიოდით თუ არა მე და ჩემი კლასელები რუსთაველზე (ის გოლოვინს ეძახდა), რას ამბობდნენ მასწავლებლები… ვუთხარი, რომ სწავლის გამო აქციებზე ვერ დავდიოდი. ეწყინა და მკითხა: “როცა მოიცლი, საქართველო კიდევ იქნება? და თუ იქნება, ამ ქვეყანას შენი გვერდში დგომა კიდევ დასჭირდება?!” რა თქმა უნდა, მომიტინგეებს შევუერთდი. ახლა, როცა რუსეთუმეები და აპოლიტიკურები მეკითხებით – არ დაიღალე? აზრი აქვს? რატომ ხარ გარეთ აქციებზე? აი ამიტომ!
ეს პაპაჩემია, მამის მამა, ვასილ ბუჩუკური თავისი დაუჯერებელი, მაგრამ რეალური, ღირსებით სავსე თავგადასავლით. პაპას ისტორიის მცირე ნაწილი დოკუმენტურ გადაცემაში “ტყვიის საფასურში” 4 წლის წინ გაცოცხლდა.”
კომენტარები