სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:
“10 თებერვალი.
დღეს მოსამართლემ მოგვცა უფლება, რომ მამა დაგვენახა. ღმერთს ვთხოვ სულ, მამა მალე დაგვიბრუნოს სახლში ჯანმრთელი და ის დრო, რასაც გვართმევენ ბოროტი ადამიანები, ის ტკივილი, რასაც გვაყენებენ გამიზნულად, მალე ბედნიერებით შეიცვალოს. ჩვენ 16 ივლისს გვეშინოდა, რომ მამას მოგვიკლავდნენ სპეცოპერაციის დროს ან ჩვენი გული ვერ გაუძლებდა იმ შიშს, რაც ჩვენ განვიცადეთ, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა.
მადლობა ღმერთს, რომ კიდევ გვაქვს ძალა ამ ტანჯვის მერე, რომ ვიბრძოლოთ, იმედი არ დავკარგოთ და რაც მთავარია, არ დავემსგავსოთ ჩვენს მტრებს.
უბრალოდ გეშინოდეთ ხვალინდელი დღის, ვინც ბოროტებას აკეთებთ და სიძულვილის ენით საუბრობთ სხვა ადამიანის გასამწარებლად, რადგან არავინ იცის რა გველის ხვალ. ბავშვების გამწარებას ღმერთი არავის აპატიებს. შურისძიება სიმშვიდეს ვერავის მოუტანს. ღმერთს შეუძლია ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია.
კომენტარები