ჩეჩნეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, რამზან კადიროვს მეხკ-დას წოდება მიენიჭა, რაც ჩეჩნურიდან ითარგმნება როგორც “ქვეყნის მამა”, თუმცა “ხალხის მამის” მნიშვნელობითაც გამოიყენება.
ცვლილების ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰომედ დაუდოვმა დააყენა.
ამას გარდა, ჩეჩნური მედიის ცნობით, ახალი ცვლილებით რესპუბლიკის მეთაური არის კონსტიტუციის დაცვის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა გარანტი და უფლებამოსილია უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება და ჩეჩნეთის ტერიტორიული მთლიანობა, სამოქალაქო მშვიდობისა და ჰარმონიის შენარჩუნება.
ცნობისთვის, კადიროვი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია, დადანაშაულებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში, პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და მკვლელობაში.
კომენტარები