პარტია “საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“ბატონმა ბიძინამ ამოთქვა მთავარი სათქმელი, რისთვისაც მთელი ერთი წელია პროპაგანდას აწარმოებს – გაიხსნას დისკუსია გვინდა თუ არა ევროკავშირი. როგორც სჩანს, ჩქარობს (უკრაინამ რომ უცებ მოიგოს, მთელი სტრატეგია თავზე ენგრევა).
შეგახსენებთ ქრონოლოგიას:
უკვე ერთი წელია 9-იანით, ე.წ. ექსპერტებით, „ოცნებით“, „იმედით“ – დილას იწყებს როგორი ცუდია ევროპა-თი (კორუმპირებული, კრიმინალი, ცენზორი და ა.შ.).
დაიწყო „ან ბიძინა ან ევროპათი“ (ხუნდაძის პირით), გააგრძელა „ეგეთი კანდიდატის სტატუსი არ გვჭირდებათი“ (კალაძის და სხვების პირით).
ღიად განაცხადა, რომ რუსეთს მტერს არ არქმევს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის და ფრენების აღდგენას მიესალმება (კობახიძის პირით), ომში გულშემატკივრობს რუსეთს (კობახიძის პირით).
და მოვიდა აქამდე. მგონი გასაგებია ყველაფერი.
თან თვითონ იმალება, ქვეყანას ამოეფარა და უსახელო დეპუტატების, ვიღაც 1000 ლარიანი ექსპერტების, მდინარაძეების და მისთანების სახელით უსაზღვრავს ქვეყანას (რომლის მოქალაქეების 85%-ის არჩევანია ევროპა) არჩევანს.
ბიძინას 9-იანი ეთანხმება ბიძინას ექსპერტებს დისკუსიის გახსნაზე. ანუ, კაცი პრაქტიკულად თავის თავს ელაპარაკება. თქვენ განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე.”
კომენტარები