თაია ცეკვავა:
“?სისხლი ამიდუღდა და მივხვდი, რომ აქ, ამ „ტაქსიში“ უნდა
მომეგო ჩემი წილი ომი!!!?
ვაჟა-ფშაველაზე კოსმეტოლოგთან ვიყავი. „ტაქსი“ გამოვიძახე, ჩავჯექი.
გლდანში მივდივართ. უცებ გამახსენდა, რომ ტელეფონის დამტენი
კოსმეტოლოგთან დამრჩა. ტაქსის მძღოლს თავაზიანად ვთხოვე, უნდა
მივბრუნდეთ დამტენი დამრჩა მეთქი. მძღოლი უეცრად რუსულად
გამიბრაზდა. კატეგორიული უარი მტკიცა! ელდა მეცა!
რუსული ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდო ოკუპანტის პირისპირ დარჩენილმა
მაინც ვკითხე:
– „ატკუდა ვი?!“
– „იზ რასიი!“… 4 თვეა თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობო! – მტკიცედ მიპასუხა!
საერთოდ დამავიწყდა დამტენიც, გლდანიც, ვაჟა-ფშაველაც, კოსმეტოლოგიც;
გამახსენდა პუტინი, სააკაშვილი, ირაკლი კობახიძე, გამახსენდა მამუკა მდინარაძე,
ივანიშვილი, გამახსენდა უკრაინა, აფხაზეთი…
ამიდუღდა სისხლი და მივხვდი, რომ აქ, ამ „ტაქსიში“ მაინც უნდა მომეგო ჩემი წილი
ომი!
„სტოოოოოოოპ!“- კი არ ვიყვირე, ვიკივლე!!! მოულედნელი თავდასხმისგან
შეშინებულმა რუსმა მანქანა ისე დაამუხრუჭა, უკანა მანქანა კინაღამ შეგვასკდა!
კარი გავაღე, გონებაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული რუსული
“ფრაზა მოვიმარჯვე და დავსჭექე”:
„რუსკი კარააააბლ, იდი ნა ხ–იიი“!!!
დიახ!!! ოკუპანტთან ჩემი წილი ომი მოვიგე!”
კომენტარები