პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პაციენტების მკურნალობის პროცესსა და ექიმების შესახებ ყვება.
„ერთი თვეა, რომ გითხრათ, მეძინა-მეთქი, მოგატყუებთ, სახლიდან რომ გამოვდივარ, სანამ მანქანაში ჩავჯდები, ძალიან სუსტად ვარ.
დიდი ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებ, მაგრამ კლინიკაში სხვანაირი ვხდები. არასდროს ვყოფილვარ ისეთი მებრძოლი, როგორიც ახლა ვარ“, – ჰყვება ექიმი.
„მყავს ოჯახი, სამი შვილი. რომლებსაც „სკაიპითაც“ არ ვუყურებ. იმიტომ რომ თვალზე ცრემლი მადგება და არ მინდა, რომ ბავშვებმა ცრემლიანი თვალებით დამინახონ.
ბებია მყავს 97 წლის და ხშირად რომ გამოვდივარ ტელევიზორში ერთ საღამოს დამირეკა.
– დედა შენ მაგისთვის ხარ, თუ პაციენტებს უვლიო. ამის მერე გადავწყვიტე, რომ არც ერთ გადაცემაში არ წავსულიყავი. ესაა დრო, როცა საქმე უნდა აკეთო“, – იხსენებს ექიმი.
კომენტარები