მწერალი პაატა ქურდაძე:
„მოკლედ ქვეყანა კი არა ელიტარული პიონერთა ბანაკია რა..”არტეკი” თუ რაღაც ასეთი…თავისი გდრ და კუბელი პიონერებით, იერარქიით, რაზმეულებით, სექტორებითა და წრეებით…საყვირიანი და დოლიანი გუშაგებით, რობოტებივით მოტიტინე აქტივისტებით!… დილაობით დროშის აღმართვით და მთელი დღე “თანამედროვე გამოწვევებთან” დაკავშირებული თემების გარშემო ცხარე, იდიოტიზმამდე გულწრფელი კამათით.. მთვრალი “ბიგ ტოვარიშჩის” პერვერტულად მზრუნველი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ რა თქმა უნდა… ღმერთო! .. ესე იგი.. რა დრამა და სიგიჟე არ გამოიარა თანამედროვე ხელოვნებამ მეოცე საუკუნეში .. ესენი კი ახლა – ოცდამეერთეს მესამე ათწლეულში იმას არკვევენ, რა არის ხელოვნება, როგორი უნდა იყოს ის… უნდა იმართებოდეს თუ არა “ხელმძღვანელი მუშაკების” მიერ… საღამოს ისევ ბუკს და ნაღარას დასცხებენ და უსარგებო ემოციებისგან დაქანცულები დაიშლებიან თავ თავიანთ ბარაკებში მეორე დღისთვის ძალღონის მოსაკრებად…“
კომენტარები