რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ბორის კორჩევნიკოვის გადაცემაში სტუმრობისას ისევ ომზე საუბრობს და რუსეთის მოქალაქეებს ფრონტის ხაზის გაძლიერებისკენ მოუწოდებს:
„სიკვდილი მაინც გარდაუვალია, ყველა ოდესმე დავიხოცებით, რა ჯობია, მოკვდე ღრმა სიბერეში, არაფრისმთქმელ ადამიანად თუ მაშინ, როცა ეს ქვეყანას სჭირდება? სიბერეში სიკვდილს ფრონტზე სიკვდილი არ ჯობია? დიდი-დიდი, 10 ან 20 წელი იცხოვროთ კიდევ. 10, 20, 30 წელი დიდი არაფერია, სამყაროს კანონზომიერებით, სულაც არაფერია. მე, მაგალითად, უკვე ჩემი მისია შევასრულე, სამი შვილი გავაჩინე, ახლა პატივია, შევეწირო ჩემს ქვეყანას“,- განაცხადა სიმონიანმა.
კომენტარები