ბიზნესმენი ფადი ასლი „ხალხის ძალის“ წევრს, თამთა მეგრელიშვილს პასუხობს:
„წერილი თამთა მეგრელიშვილს,
ძვირფასო თამთა,
გუშინ პირველად გავიგე თქვენს შესახებ, არ ვიცი ვინ ხართ და რას საქმიანობთ, თუმცა დავასკვენი, რომ უღიმღამო „ ხალხის ძალის“ წევრი უნდა ბრძანდებოდეთ.
თქვენი ჩემს შესახებ განცხადება ამტკიცებს ჩემს შეხედულებას თქვენი პოლიტიკური მოძრაობის ინტელექტუალური დონის შესახებ, თუმცა განვმარტავ იმ რამდენიმე პუნქტს, თქვენს განცხადებაში რომ ახსენეთ:
1. მე არ გახლავართ უსამშობლო პირი, საქართველოსა და ლიბანის მოქალაქე ვარ; თუმცა, მირჩევნია უსამშობლო ვიყო, ვიდრე ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავი მტერს მივყიდო, ისე როგორც ეს თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ხალხის პარტიიდან“ და ქართული ოცნებიდან გააკეთეთ. თქვენი ბოლო ისეთივე იქნება, როგორც ეს არის ქვეყნის ყველა მოღალატისთვის.
2. რომ არ ყოფილიყავით ისეთი უმეცარი, როგორიც ხართ, კარგად გეცოდინებოდათ, რომ მე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ბევრი პოლიტიკისადმი მტკიცე ოპონენტი და ამისათვის დიდი ფასის გადახდაც მომიწია, ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვენი მენტორი, სპონსორი, უფროსი და მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის აპარატის ნაწილი იყო და დიდად სარგებლობდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან კარგი კავშირებით წლების მანძილზე. ცნობისათვის, თუ არავის უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა სრულად დააფინანსა ნაციონალური მოძრაობის 2008 წლის საარჩევნო კამპანიას 40 მილიონი აშშ დოლარით.
3. თუ გახსოვთ ჩემი გამოსვლა 2022 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე 5500აშშ დოლარის მშპ-სთან დაკავშირებით, ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ განცხადება 2021 წლის 19 დეკემბერს გავაკეთე, უკრაინაში ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე; ომმა საქართველოს დიდი ეკონომიკური სარგებელი მოუტანა, რომლის გარეშეც მშპ ერთ სულ მოსახლეზე ვერასდროს მიაღწევდა 5500აშშ დოლარს.
4. რუსთაველის გამზირზე შიშველი მოსეირნე ჩემი დანახვის ენთუზიაზმს რაც შეეხება, ამას შუახნის ქალბატონის სექსუალურ ფანტაზიებს მივაწერ, რომლის წინააღმდეგი სულაც არ ვარ, იმის გათვალისწინებით, რომ ვალენტინობის დღე იყო.
5. რაც შეეხება ჩემს აზრს ბ-ნ სუბართან და მისი პარტიის კოლეგებთან დაკავშირებით თქვენი ჩათვლით, მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი მოძრაობის კოლექტიური ინტელექტის კოეფიციენტი მკვდარი თუთიყუშისას უდრის, იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი რასაც თქვენ აკეთებთ, არის ბრმად მიყოლა ბიძინა ივანიშვილის ინტრუქციებისა და იმის გამეორება, რასაც ის გეუბნებათ, იმიტომ რომ უნარი არ შეგწევთ თავად მოისაზროთ რაღაცეები. თქვენ ყველანი საქართველოს სირცხვილი ხართ, სირცხვილი ხართ ხსოვნისა იმ თქვენი წინაპრებისადმი, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის დაიღუპნენ, და დადგება დღე, როდესაც ქართველი ხალხი დაუნდობლად გაგასამართლებთ იმისათვის, რა მოღალატეებიც ხართ.
ფადი ასლი“
კომენტარები