“მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, ექსპრეზიდენტი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან” – წერს უკრაინული გამოცემა Strana.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე Strana-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტთან.
დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები მალავდნენ რომანტიკულ ურთიერთობას, მაგრამ როდესაც ერთი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს, სოციალურ ქსელებში, მის გვერდებზე ლიზა იასკოსთან სასიყვარულო ურთიერთობა აღიარა. მაშინ გამოქვეყნდა საერთო ვიდეოც. ამგვარად, წყვილმა თავისი ურთიერთობა გაასაჯაროვა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ქალიშვილი ალისა-მარია (ამჟამად 2,5 წლის) ქართველი მომღერლისგან, სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს, რომელიც დედასთან იზრდება. მან საჯაროდ აღიარა, რომ გოგონა მისი შვილი იყო და ბავშვის ფოტოები როგორც ციხის, ასევე კლინიკის კედლებზეც უკიდია.
დაკავებული სააკაშვილის სანახავად თავდაპირველად ლიზა იასკო ხშირად ჩადიოდა თბილისში, მის მხარდასაჭერად არაერთი ვიდეო შეტყობინებები ჩაწერა. მაგრამ შემდეგ მათი ურთიერთობა ნაწილობრივ გაცივდა.
“უკვე წელიწადია, რაც იასკოს მისთვის ციხეში არ მიუკითხავს. სააკაშვილთან კონტაქტსაც კი არ ინარჩუნებს” – ამბობენ ქალის ახლო მეგობრები.
მათი აზრით, ის მიხეილ სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა. სახალხო დეპუტატს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა.
“მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ვიდეო თავად გაასაჯაროვა” – განმარტავს წყარო ექს-პრეზიდენტის ახლო წრიდან.
მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული.
ასევე, წყაროს ცნობით, იასკოს ეჭვიანობდა მისი პატარა ქალიშვილზე ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები კამერაში არ ჰქონოდა გამოფენილი.
ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის თითქმის არ ახსოვს.
“ის არ დაფრინავს მის სანახავად, არაფერი არ აკავშირებს მასთან“, – ამბობს Strana-ს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს და ლიზა იასკოს საერთო შვილი ჟასმინ იასკო ჰყავდათ, რომელსაც გიული ალასანიამ კიევში მდებარე ბინა გადაუფორმა. კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ, აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია. ბავშვის შესახებ არაფერს არ წერს, უკრაინული მედიაც. მათი ინფორმაციით, ლიზა იასკო ორსულობას შესახებ იტყუებოდა.
ambebi.ge
კომენტარები