საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ნახაზს აქვეყნებს და წერს:
,,არ ვიცი რა ვთქვა ან კიდევ რა ფორმით ვთქვა, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ვინც ამას ხატავს ან საერთოდ არ დადის ავტომობილით ან დადის მაგრამ საერთოდ ვერ აღიქვამს როგორ მანევრირებს ის. შეუძლებელია 90 გრადუსიანი მოსახვევის ორ რიგად უპრობლემოდ გავლა, მით უმეტეს თუ ავტომობილი დიდია (რაც ჩვენთან ხშირია), ანუ გამოდის რომ ორ ზოლში მომავალ ავტომობილებს უმეტეს შემთხვევაში ერთ ზოლად გავლა მოუწევთ და ისიც ერთმანეთის შეფერხებით. როცა მსგავსი გათვლა კეთდება აღარაფერს ვამბობ რა მოყვება ამას უკან (მდე), აქვე რაც მოყვება ამის დანახვა თუნდაც ამ ნახაზზევე ხომ არის შესაძლებელია? არა?”
კომენტარები