აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში 3 მარტს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა გაავრცელა.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ეს შოლცის პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში.
“კანცლერის ვიზიტი – ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები”, – თქვა ჟან-პიერმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი და შოლცი უკრაინის მხარდაჭერისთვის მიმართულ ძალისხმევებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საექსპორტო კონტროლს და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ.
“ისინი ასევე განიხილავენ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას რიგ საკითხებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე, მათ შორის ერთობლივ მუშაობას ჩინეთის მხრიდან საერთო გამოწვევებზე და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, ამ კვირაში მოინხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შოლცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შეხვდება.
კომენტარები