მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას აკეთებს და პარლამენტის თავმჯდომარეს აფრთხილებს:
“შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?
ასე მაგალითად:
ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი.
თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის “ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი
ცნობისთვის, პაპუაშვილმა დღეს “უცხოური აგენტები გამჭვირვალობის შესახებ” ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ უცნობია, ვისგან ფინანსდება “ძალადობრივი ორგანიზაცია სირცხვილია”.
კომენტარები