ჯგუფი “ვეძებ”, სადაც ათასობით ადამიანია გაერთიანებული, 3 მარტს, დედის დღეს, 17 საათზე, აქციას აანონსებს.
თამუნა მურესიძე:
“ყოველდღე დავდებ პოსტს და შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 17 საათზე ვიკრიბების პარლამენტის წინ. გვაქვს ორი მოთხოვნა ‼️‼️ შეცვალონ კანონმდებლობა და გაშვილებულ , სრულწლოვან ადამიანებს მოგვცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და გამწარებულ დედებს გასცენ პასუხი, სად წავიდნენ ის ბავშვები, რომლებიც ვითომდა სამშობიაროს სასაფლაოებზე დაკრძალეს ??”
აქციის დაანონსებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა:
“დაამატეთ მოთხოვნა დააფინანსოს მთავრობამ დნმ ტესტებია შეძენა და გაკეთება”
“არავის არ ვეძებ, მაგრამ თქვენ გვერდით მიგულეთ”
“არავის ვეძებ, მაგრამ დედა ვარ და თქვენთან ვარ!”
“ეს ის აქციაა, რომელზე მოსვლის სურვილიც პირველად გამიჩნდა”
“მე მომპარეს შვილი და მე მოვდივარ 3 მარტს აქციაზე.”
კომენტარები