მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, პიანისტ გიორგი გიგაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“უჰ, რა იყო ეს…
დღეს გიორგისთან მიმართებაში სიტყვა ნიჭიერი ჩაანაცვლა სიტყვა დიდმა! მერე რა, რომ ჯერ ასაკით ამ სიტყვისათვის ზედმეტად ახალგაზრდაა…
ჰოდა ასაკთან შესაბამისობაში მორგებული სიტყვების, ფრთხილი გამოთქმების და დიდაქტიკური თავშეკავების დრო ჩემთვის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ამიტომ გილოცავთ მუსიკისა და საქართველოს მოყვარულებო, ჩვენ დიდი მუსიკოსი გვყავს, რომელიც სულ იქნება დიდი, კიდევ უფრო დიდი, მერე უდიდესი და მერე ღრმა ასაკში ცოცხალი ლეგენდა…
მე კი ვიამაყებ, რომ ყველაზე მაგარ დროს გავიცანი, მალევე გახდა ჩემი საუკეთესო და უახლოესი მეგობარი და თან ამავე დროს სათაყვანებელი ხელოვანი!
უჰ, რა იყო ეს…
კონსერვატორიაში…
14.00-ზეც, 17.00-ზეც და 20.00-ზეც…
და კიდევ ერთი: სამივე “სეანსზე” იყო უზღვავი ოდენობის მსმენელი, ყველა თაობის, ყველა ჟანრის და ყველა “გაგების”, რომელნიც დიდმა
იოჰან სებასტიანმა, რობერტმა, ალექსანდრემ, ოლივიემ და მათი მუსიკისა და სულის უბადლო გამტარმა და წარმდგენმა ერთიანად აფრინა არაამქვეყნიურ, მისტიკურ ანუ ღვთიურ სამყაროში!
უჰ, რა იყო ეს…”
კომენტარები