ასტროლოგი რამაზ გიგაური:
„>> 20 თებერვალს, თბილისის დროით 11:06 საათზე ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოს მე-2 გრადუსში იქნება. მისი გავლენა გაგრძელდება შემდეგ ახალმთვარეობამდე – 21 მარტამდე.
>> ამ გრადუსის სიტყვა-გასაღებია შემდეგი ფრაზა: „პეპელა იჩენს გამჭრიახობას და ემალება დამჭერს“. სიმბოლურად ეს მიანიშნებს ფაქიზ ენერგიაზე, რომელსაც გააჩნია შენიღბვის, დამალვის, დროებით ჩრდილში გადანაცვლების უნარი. ეს კი მნიშვნელოვანია არ მხოლოდ თვითგადარჩენისთვის, არამედ დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე ენერგიის შენარჩუნებისთვის და მისი უფრო ნაყოფიერად გამოყენებისთვის. ფაქტობრივად, ეს არის ასტროლოგიური წლის ბოლო თვე, რომელიც ასრულებს 2022 წლის 20 მარტის შემდეგ დაწყებულ და განვითარებულ პროცესებს. ეს შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთწლიანი ციკლის დასასრულის დასაწყისია.
>> ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს ერთთვიანი პერიოდი ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევთ გაიაზრონ ბევრ რამე და გამოერკვნენ. ასევე თავი დააღწიონ წარსულის ტყვეობას.
>>> საქართველოს დროით, ეს ახალმთვარეობა მე-11 ასტროლოგიურ სახლში იქნება, ამიტომ გლობალური კუთხით მნიშვნელოვანი გახდება მეგობარი ქვეყნების მხრიდან ახალი ინიციატივების გამოვლენა, მათი მხრიდან რაიმე ტიპის დახმარება ან გარკვეული დირექტივების მიღებაც კი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის სწორად ფორმირებისთვის. ინდივიდუალურ დონეზე – ეს არის მეგობრების გააქტიურება, ახალი თანამოაზრეების მოძიება და ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექცია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალმთვარეობა თევზებში იქნება, არ არის სასურველი ახალშეძენილ მეგობრებთან ბოლომდე გახსნა ან მათთან მიმართებაში ილუზიურ გარემოებებში მოხვედრა. მსგავსი მიდგომები გაზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. პრაქტიკული მიდგომითა და მოვლენების რეალურ ჭრილში დანახვით ბევრი ადამიანი საკუთარ მომავალს „გარშემოაცლის“ იმ თავის მოსატყუებელ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო პერიოდში აცდუნებდა და ბურუსის მაგვარ სივრცეში ამყოფებდა.
>> ზოგადად, 20 თებერვალს არასასურველია ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს დღე სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (შემდეგი მთვარის თვის) დაგეგმისთვის. მზესა და მთვარესთან შეერთებაში იმყოფება სატურნი, რაც მიანიშნებს, რომ 20 თებერვლიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სასურველია მაქსიმალურად მოხდეს ილუზიური გარემოებებისთვის თავის დაღწევა და ძველი, კარგად გამოცდილი სისტემებით ხელმძღვანელობა.
>> ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 19-21 თებერვლის ნოემბრის შუალედშია დაბადებული);
* წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (კირჩხიბი და მორიელი);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს პირველიდან მე-3 გრადუსამდე მონაკვეთში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული.“
კომენტარები