ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ეს კოლაბორაციონისტი მთავრობა ეხლა მამისონის უღელტეხილს, რუსეთთან დასაკავშირებლად ამზადებს!
როკის გვირაბის ალტერნატივას ქმნის ჩვენს #1 მტერთან!
რუსი დეველოპერების ჩამოყვანას გეგმავენ და რაჭის ოკუპაციას!
რაჭის 30% ვინმე ხიდაშელს ხომ გადასცეს 49 წლით, ეხლა კი მამისონს უხსნიან რუს ოკუპანტებს!
და ეს ხდება რუსეთი -უკრაინის ომის მსვლელობისას, როდესაც მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს ქვეყანა ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა, მაშინ როდესაც ეს ტერორისტი სახელმწიფო ყოველდღიურად გვართმევს ტერიტორიებს, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, (დღესდღეობით ჩვენი 10 მოქალაქეა ოკუპანტების ციხეებში.)
ეს მოღალატეობრივი კოლაბორაცია ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი სამაჩაბლოს და აფხაზეთის მიერთებას აპირებს!
ხალხნო!
ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობია დროა!
რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს!
ამჯერად ეს ბევრად მუხანათურად, ვერაგულად ხდება, ქოცები ნაბიჯ-ნაბიჯ, რუსებს უბრძოლველად უთმობენ ჩვენს სამშობლოს!
ეს მთავრობა რუსეთის ყველაზე წარმატებული პროექტია!
გამოვფხიზლდეთ და ერთად წინ აღვუდგეთ ჩვენი სამშობლოს სრულ ოკუპაციას!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები