თბილისის მერი, კახა აკლაძე უკრაინაძე:
„უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა ვუსურვო. უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ომი გამოვლილი გვაქვს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს. გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, უკრაინამ, მაგალითად, ელჩი გაიწვია. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია იმას, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული“
კომენტარები