პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე:
„უკვე კარგა ხანია ვერ დავადგინე ერთი რამ. ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების დამცველი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი რატომაა რუსული?
ან
ქვეყნისათვის საზიანო, ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობისათვის სახიფათო რატომ არის დასავლური?
უბრალოდ რომ მოვხსნათ ბოლო შეფასებები “რუსული” და “დასავლური” და ისე ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა არ შეიძლება?
რომ შევეცადოთ და ყველამ დავიწყოთ სახელმწიფოებრივად აზროვნება?
თუმცა ამას ტვინის განძრევა სჭირდება და ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია გამზადებული “ბუტერბროდ-ჰამბურგერების” ჭამას მივეჩვიეთ აგერ უკვე 100 წელიწადზე მეტია!
ჩემით გავალ“
კომენტარები