მსახიობი მარტა ბარამიძე, გადაცემა “ფარულ კონვერტში” ჰყვება რომ ბიოლოგიურმა დედამ დაბადებისთანავე 3500 მანეთად გაყიდა.
“დედა იყო ექიმი, რომელიც რუსეთში მუშაობდა. მამა ქართველი იყო, რომელმაც თბილისში დაამთავრა სამედიცინო. ჩავიდა პრაქტიკაზე რუსეთში, სადაც გაიცნო დედა. მაშინ ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰყავდა 6 წლის შვილი და ქმარი, რომელიც წყალქვეშა გემზე იყო წასული, წელიწადით და 6 თვით. დაფეხმძიმდა მამაჩემისგან.
მამაზე არაფერი ვიცი, არც სახელი, არც გვარი. ამის შემდეგ ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ დედა ჩამოიყვანა ბათუმში. დედამ იქ იმშობიარა და წავიდა. მე ბათუმში დამტოვა. მამამ გადაწყვიტა მოძებნა და დატოვა წერილი, აინტერესებდა სად მივყავდი, თუმცა მოატყუეს და აბსოლუტურად სხვა მისამართი დაუწერეს.
გაშვილებაში მონაწილეობას იღებდა ბებოს (გამზრდელი დედის დედა) ერთ-ერთი მეზობელი ქალი, რომელიც იმ პერიოდში სამშობიაროში მუშაობდა. დედამ 3500 მანეთად გამყიდა. მაშინ ჩემი გამზრდელი დედ-მამის ოჯახი შეძლებულები იყვნენ. ბებო და ბაბუ მაშინ ძალიან კარგ თანამდებობაზე მუშაობდნენ და ჰქონდათ საშუალება, რომ ეს თანხა გადაეხადათ. როდესაც ეს ამბავი მოვისმინე გადავწყვიტე გამზრდელი დედისთვის მეთქვა. მახსოვს მივდიოდით ბაზარში და იქ ვუთხარი მას, რომ ყველაფერი ვიცოდი” – ჰყვება მარტა.
ამავე გადაცემაში გააკეთა მარტამ განცხადება, რომ 16 წლის ასაკში მასზე იძალადეს და სახელი და გვარიც გააჟღერა.
“16 წლის ასაკში ვმუშაობდი სამ სამსახურში, ერთ-ერთი სამსახური (ფოტოგრაფობა) რომ მორჩა, მინდოდა თბილისში წამოსვლა და მონასტრების ნახვა. წამოვედი ერთ ადამიანთან ერთად. ჩვენ 4 თვე ერთად ვმუშაობდით. მას დაელაპარაკა ჩემი მეზობელი, მან უთხრა, რომ დედაჩემი იყო, ასევე გზიდან დაელაპარაკა დედა ეკატერინე – ეს ყველაფერი უსაფრთხოების გამო.
გზაში მან მითხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავრჩენილიყავით მამიდამისთან. მივედით არაყიშვილის ჩიხში არსებულ ბინაში. როდესაც დაძინების დრო მოვიდა, ერთ საძინებელში მე შევედი, მეორეში – ის. მომაკითხა ცოტა ხანში საძინებელში და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა. მე გავუწვდინე თითი და… დღემდე მაქვს შრამი, რომელიც ამ ჭრილობიდან შემომრჩა.
ჰქონდა ძალადობის მცდელობა. უნდოდა ჩემი გაუპატიურება. ჩემგან უარის მიღების შემდეგ ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სასაფლაოზე, გადმომიყვანა და გამიმეორა ისევ, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, დამტოვებდა სასაფლაოზე. უარის მიღების შემდეგ დამტოვა და წავიდა. ცოტა ხანში მობრუნდა რადიკალურად სხვა ადამიანი. ვიფიქრე რომ მანამდე რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ წამიყვანა კვლავ სახლში, სადაც დამტოვა და წავიდა. ჩამკეტა შიგნიდან. ზეწრები გადავაბი ერთმანეთს, დავამაგრე აივნის მოაჯირს და მესამე სართულიდან ჩავძვერი მეორე სართულზე, მოკლედ ასე წამოვედი. არ მინდა ვინმეს კიდევ ჰქონდეს მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვამბობ ამ ადამიანის სახელს და გვარს – ეს არის ბიკო ბირბიჩაძე. ეს ისეთი რამეა, ამის შემდეგ შეიძლება დაცვა დამჭირდეს” – ამბობს მარტა.
კომენტარები