საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა ვივამედიდან წერილს ავრცელებს:
“კლინიკა ვივა-მედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.
ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!
მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.
მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.
სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ “პარლამენტარები”, “ჟუნალისტები” ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს,
არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება.”
კომენტარები